Now Reading
რა არის ნუმეროლოგია?

რა არის ნუმეროლოგია? 5/5 (6)

ნუმეროლოგიის,როგორც მეცნიერების შესახებ თუ არ გსმენიათ,ცხოვრების რაღაც პერიოდში ერთხელ მაინც აუცილებლად მიიქცევდნენ ციფრები და რიცხვები თქვენს ყურადღებას,თუნდაც მობილურზე,საათზე,ქუჩაში-ისინი ზოგჯერ უცნაურად მეორდებიან.თუ ასეა,თქვენ აუცილებლად უნდა იცოდეთ ნუმეროლოგიის შესახებ.

ნუმეროლოგია შეისწავლის რიცხვებს და მათ გავლენას ადამიანებზე.ნუმეროლოგია არის უნივერსალური რიცხვების ენა.სამყარო სავსეა მინიშნებებით,კოდებით,რომელიც ჩვენი ცხოვრებით და არსებობით არის გამოწვეული და პირიქით,ჩვენ შეგვიძლია ცხოვრება გამოვიწვიოთ რიცხვების დახმარებით-ნუმეროლოგიური კოდებით.

ნუმეროლოგიის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ გაერკვეთ საკუთარ თავში და სხვა მხრიდან შეხედოთ საკუთარ პიროვნებას,როგორც ერთ ინდივიდს უკიდეგანო სამყაროში. მაგ: თქვენი დაბადების ნუმეროლოგიური რიცხვი,პიროვნების გამომხატველობითი რიცხვი,სურვილის რიცხვი და ა.შ…

ნუმეროლოგიის ისტორია

რიცხვების ისტორია ანტიკური ხანიდან მოდის. ეგვიპტე და ბაბილონი არის ადრეული ნუმეროლოგიის სამშობლო. რიცხვების მისტიკური გამოყენება ასევე ფიქსირდება ათასობით წლის წინ რომში,ჩინეთში,საბერძნეთსა და იაპონიაში.

თანამედროვე ნუმეროლოგია ბერძენ ფილოსოფოსს – პითაგორას უკავშირდება. არ გვაქვს ფაქტები,იყო თუ არა პითაგორა ნუმეროლოგიის ფუძემდებელი,თუმცა არსებობს მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით,რადგან პითაგორას მათემატიკური თეორიების მიღმა ბევრად ღრმა და ამოუხსნელი თეორიები ჰქონდა,რომელიც მათემატიკისგან განსხვავებით აბსულუტურად სხვა სამყაროა. თუმცა ჩავთვალოთ,რომ კლასიკური ნუმეროლოგია პითაგორას მოღვაწეობის პერიოდიდან იწყება.XX საუკუნის მეორე ნახევარში დოქტორ ჯულიან სტენტონი იყო რეალურად ის პიროვნება,ვინც ჩამოაყალიბა ‘’ნუმეროლოგია’’,როგორც მიმდინარეობა. ეს პიროვნება თანამედროვე ნუმეროლოგიის სამყაროში საკმაოდ ცნობილია თავისი ნაშრომებით და შემოქმედებით.

 

სიღრმისეულად ნუმეროლოგიის შესწავლა ძალიან დიდ დროს და თავდადებას მოითხოვს. მისი მექანიზმის გაგება არ არის მარტივად ხელმისაწვდომი,თუმცა თქვენი ცხოვრების ნუმეროლოგიური ციფრის და სხვა მსგავსი სიმარტივის ნუმეროლოგიური კოდების გამოთვლა თავადაც შეგიძლიათ.ნუმეროლოგები არიან სპეციალისტები,რომლებიც გაგიწევენ დახმარებას ამ მხრივ.

ნუმეროლოგიის იდეა ასეთია: კოსმოსი და თქვენი ცხოვრება გარკვეულ კოდს დებს თქვენს დაბდების რიცხვებში,სახელში,მშობლების სახელში და სხვა მრავალ განსაზღვრულ დეტალში,რაც ინდივიდუალურია. ნუმეროლოგიის იდეა ყველაზე ახლოს ასტროლოგიასთან არის(არ გიფიქრიათ,რომ ხშირად ერთი სახელის მქონე ადამიანებს ბევრი მსგავსება აქვთ ბედისწერაში?)

 

შემდეგ სტატიებში თქვენ გაიგებთ როგორ გამოითვალოთ თქვენი ნუმეროლოგიური ციფრი

 

Numerology

 

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top