მულადჰარა-პირველი ჩაკრა 5/5 (3)

  • რას წარმოადგენს პირველი ჩაკრა?
  • როგორ ამოვიცნოთ მისი მდგომარეობა?
  • პირველი ჩაკრის გასააქტიურებლად საჭირო მეთოდები, ტექნიკები და პრაქტიკები.

ფუძისეული ჩაკრა, სანსკრიტულად-მულადჰარა მდებარეობს კუდუსუნის არეში.

🔴 სწორედ ეს ჩაკრა უქმნის სხვა ჩაკრებს ფუნქციონირების საფუძველს.

მასში ინახება ადამიანის მთლიანი ენერგია. ის გვაკავშირებს მატერიალურ სამყაროსთან. ხელს უწყობს ადამიანის მთავარი ინსტინქტების აქტიურობას: სიცოცხლისუნარიანობას, გადარჩენას,გამრავლებას.

🔴 როცა ეს ჩაკრა აქტიურია, ადამიანი შეიგრძნობს თავის ძალებს, თავდაჯერებულია, არის მყარი და წინაღობებს შემართებით უსწორდება, წონა აქვს სხეულის შესაბამისი, არ გრძნობს სიმძიმეს, მწყობრში აქვს იმუნური, ძვალ-სახსროვანი, რეპროდუქციული და მომნელებელი სისტემები.

🔻თუ ეს ჩაკრა არასწორად ვითარდება, ადამიანი მხოლოდ აქცენტირებულია ცხოველური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე: ჭამა, სექსი, ფული. აქვს გადამეტებული წონა, დაბალი იმუნიტეტი, ტკივილი ძვლების არეში, არაჯანსაღი მოქმედება ზეხსენებული სისტემებისა, აწუხებს სიზარმაცე და აქვს დაუცველობის შეგრძნება, არ ყოფნის ძალა გაუმკლავდეს პრობლემებს.

თუ მულადჰარა დაზიანებულია, ადამიანს უჩნდება შიშები, ფობიები, სისუსტეები, სიხარბე, სხვადასხვა სახის მიჯაჭვულობები. ასეთ დროს ადამიანები მარტივად ღიზიანდებიან.

ანატომიურად მულადჰარას უკავშირდება უჯრედები, ჩონჩხი, ფეხები, ფრჩხილები, კბილები, ნაწლავები, პროსტატის ჯირკვლები.

როგორც უკვე გითხარით, ჩაკრები არის ბიოენერგეტიკული ცენტრები და მათ კვებითი ხელშეწყობა აუცილებლად სჭირდება. საკვები მათ კვებაზე მნიშვნელოვნად აისახება.

🍓🍒🍎🌶🍉🍅

რეკომენდებული პროდუქტებია: ნებისმიერი სახის ცილოვანი საკვები, წითელი ლობიო, ჭარხალი, საზამთრო, ალუბალი, წითელი ბალი, მარწყვი, წითელი კომბოსტო, ბოლოკი, წითელი ყურძენი, წითელი ბულგარული წიწაკა, პომიდორი, წითელი ვაშლი, წითელი ნიორი, ასკილი, წითელი მოცვი, ბროწეული და ყველა სახის წითელი ფერის საკვები. იკვებეთ ზომიერად! გადამეტებული ჭამა უარყოფითად აისახება ჩაკრის ფუნქციონირებაზე და თქვენზე.

🌿სამკურნალო ეთერზეთების ნარევი, რომელიც უნდა გააზავოთ 30 წვეთ ზეითუნის ზეთში მხოლოდ თითო წვეთის ოდენობით. წაისვით ხერხემალზე, კუდუსუნის არეში: ევკალიპტის ზეთი(განახლება)+ ჩაის ხის ზეთი(წმენდვა)+ კედარის ზეთი(თავდაჯერებულობა, მიმზიდველობა)+ფიჭვის ზეთი(განახლებისთვის კარგია,მაგრამ მგრძნობიარე კანის შემთხვევაში წინასწარ მოსინჯეთ ერთი წვეთი)+ვეტივერტიას ზეთი(pms სიმპტომების შესამსუბუქებელი)+პიტნის ზეთი(ასტიმულირებს ჩაკრას)+პაჩულის ზეთი(ებრძვის ასაკთან დაკავშირებულ პრობლემებს)+მურის,იგივე ზმირინის ზეთი(ტკივილების შესამსუბუქებლად).

საგრძნობლად მოქმედებს მულადჰარას აქტივობაზე, ავსებს ენერგიით, აჯანსაღებს, გვმატებს სასიცოცხლო ძალებს, ხსნის სტრესს, დაძაბულობას, აბალანსებს ჩაკრის მოქმედებას, ზრდის ძალებს.

! ზეთების გამოყენება იკრძალება ორსულებისთვის ! თუ ხართ ალერგიული ამ შემთხვევაშიც არ გამოიყენოთ.

🌹არომატები, რომელიც დადებითად მოქმედებს მულადჰარას ფუნქციონირებაზე: ვარდი, მიხაკი, შავი წიწაკა, ჯინჯერი, პაჩული, ვეტივერია.

🕯შეგიძლიათ დაანთოთ ამ არომატის სანთლები, საკმეველი, ინსესები(სურნელოვანი ჩხირები).

💎მინერალები, რომელიც ფუძისეულ ჩაკრაზე დადებითად მოქმედებს: ჰელიოტროპი, ძოწი, ლალი, სპესარტიტი, ჰემატიტი, იასპი, მარჯანი, კვამლიანი კვარცი. მაქსიმალური მოქმედება აქვს, როცა ქვას ატარებთ სამაჯურის სახით, რადგან მულადჰარას ცენტრი სწორედ მაჯაზე განისაზღვრება.

🎶 მულადჰარას სტიმულირებისთვის 396hz მუსიკალური ვიბრაციები გამოგადგებათ.

ჩაკრების დამუშავება სწორედ პირველი ჩაკრით იწყება.

მულადჰარას დასამუშავებლად გჭირდებათ რეგულარული მედიტაცია.

ჩართეთ ჰერცული მუსიკა, რომელიც ჩვენს არხზე საუკეთესო ფორმით გვაქვს მოწოდებული და მარტივად იპოვით. თუმცა მუსიკის გარეშე თუ გნებავთ, ასევე შეგიძლიათ სულ სიმშვიდეში გააკეთოთ.

სამედიტაციო ტექნიკა: ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ ღრმად 7ჯერ. კონცენტრირდით თქვენს პირველ ჩაკრაზე. კარგად აღიქვით და თქვენი ვიზუალიზაციის დახმარებით საათის ისრის მიმართულებით დაატრიალეთ მისი ენერგია და წარმოიდგინეთ, როგორ იფურჩქნება, იზრდება და ბრუნავს დიდი წითელი ყვავილი, რომელიც თავის წითელ ენერგიას დიდ მასშტაბებზე ასხივებს. გაიმეორეთ ყოველდღიურად მინიმუმ 1 წთ-ის განმავლობაში. შეეცადეთ ნელ-ნელა გაზარდოთ დრო და 10 წუთამდე მაინც ახვიდეთ. 14 დღეში შედეგა აუცილებლად იგრძნობთ.

მულადჰარას აქტივაციისთვის შეგიძლიათ დაიხმაროთ იოგას პოზები.რეფლექსოლოგიის მიხედვით, მულადჰარას ცენტრი მდებარეობს ქუსლებსა და მაჯაზე, რომელთა დამასაჟებითაც ასევე შეუწყობთ ხელს პირველი ჩაკრის აქტივაციას. ორივე მათგანის შესახებ ფოტო ინსტრუქცია იხილეთ ამ სტატიის ბოლოს.

ავტორი: მარი (Rod)

© გრიმუარი • Grimoire

No photo description available.No photo description available.No photo description available.

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top