Now Reading
საჰასრარა-მეშვიდე ჩაკრა

საჰასრარა-მეშვიდე ჩაკრა 5/5 (3)

მეშვიდე ენერგეტიკული ცენტრი, რომელიც თავისგან ოთხი თითის დაშორებით მდებარეობს. ის განსაზღვრავს შინაგან და გარეგან სილამაზეს. სულიერებას და სამყაროსთან კავშირს, ნეტარებას. იგივე გვირგვინოვანი ჩაკრა, რომელიც უმაღლეს ცნობიერებას განსაზღვრავს.

როცა ჩაკრა დაბალანსებულია, ჩვენს ნამდვილ სულს ვერწყმით, ვხდებით გაცნობიერებულები, ვაღწევთ სრულყოფილების მდგომარეობას, ვგრძნობთ აბსოლუტს და ვაანალიზებთ ჩვენს მიზნებსა და არსს. განვიცდით შინაგან ბედნიერებას, ვაფასებთ და ვაანალიზებთ სამყაროს ბუნებრივობას და მის ძალას/კავშირს, რომელიც ჩვენში აისახება.

❌ როცა ჩაკრა დაუბალანსებელია, მარტივი დავალებაც კი შეიძლება რთული შესასრულებელი გახდეს. ხშირია გაგებისა და გააზრების უნარის დაკარგვა ან დაქვეითება. ხასიათდებიან მოუხერხებლობით, იბლოკება გამოცდილებით მიღებული გაკვეთილები, რომელსაც პრაქტიკაში ვერ იყენებთ. ამცირებს კოგნიტურ და ცნობიერ პროცესებს.

საჰასრარაა პასუხისმგებელი სხვადასხვა სახის დაავადებებზე, როგორიცაა ალცეჰეიმერი, ფსიქიკური პრობლემები, მაგ: შიზოფრენია, ბიპოლარული აშლილობა და ა.შ…

ეს ჩაკრა უშუალოდ მიეკუთვნება ეგრეგორულ ცენტრს და რწმენასთან დაკავშირებული პრობლემებიც მასზეა დამოკიდებული. სწორედ ამ ჩაკრის საშუალებით ხდება თქვენი რომელიმე ეგრეგორისთვის მიკუთვნება.

მმართველი ჯირკვალი-ეპიფიზი.

ფერი-იისფერი/თეთრი.

ორგანოები-თავის ტვინის ქერქი, თავისქალა, მარჯვენა თვალი.

მცენარეები და მათი ეთერზეთები-ვარდი,ლავანდა,სანდალვუდი,ვეტივერი,კედარი.

საჰასრარას მდგომარეობაზე საკვები არ ზემოქმედებს, თუმცა წყალი და ზოგადად სითხის მიღება ამ ჩაკრაზე დადებითად მოქმედებს.

მინერალური ქვები: ამეთვისტო,თეთრი კალციტი,სელენიტი,ობსიდიანი.

🎶 მეშვიდე ჩაკრის სტიმულაციისთვის მოძებნეთ ჰერცული მუსიკა- 480 hz სიხშირით.

 

ავტორი – Rod

© გრიმუარი • Grimoire

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top