ანაჰატა-მეოთხე ჩაკრა 5/5 (1)

  • რას წარმოადგენს მეოთხე ჩაკრა?
  • როგორ ამოვიცნოთ მისი მდგომარეობა?
  • მეოთხე ჩაკრის გასააქტიურებლად საჭირო მეთოდები, ტექნიკები და პრაქტიკები.

გულის ჩაკრა გახლავთ ჩაკრათა სისტემის ცენტრი

რიგით მეოთხე ენერგეტიკული ცენტრი მდებარეობს გულ-მკერდის არეში და აერთიანებს ქვედა და ზედა ჩაკრებს.

ეს ჩაკრა ადამიანში მოქმედს ხდის გრძნობებს, როგორიც არის სიყვარული, მზრუნველობა, ერთგულება, თანაგრძნობა, ჰარმონიულობა და მიმტევებლობა.

მისი ფუნქციაა ადამიანებს შორის კონტაქტის დამყარება, ადაპტაცია და ემოციების გაცემა-მიღება, რომელიც განპირობებულია ჩვენი განსაზღვრული ქმედებებით.

როცა ანაჰატა აქტიურია, ამ დროს ადამიანი განიცდის თავისუფლების შეგრძნებას, არ იბოჭება, არის გულახდილი და სამართლიანი. გრძნობს ბედნიერებას, ჰარმონიას და მადლიერებას.

❌დაღლილობა, უძილობა, წნევები,გულის მუშაობასთან, სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემები, ფილტვების პრობლემები, სიძულვილის შეგრძნება, ჩაკეტილობა, ეგოიზმი, ეჭვიანობა, გულისრევა, უმოქმედობა როცა სხვა განსაცდელშია, უკმაყოფილობა, მიუტევებლობა, სწორედ გამოწვეულია ანაჰატას დისბალანსით.

ანაჰატას უკავშირდება: გული, ფილტვები, კარდიო ვასკულარული სისტემა, ხელები, კანი, თიმუსი, ნაწლავის კუნთები, ხერხემალი, ლიმფური სისტემა.

ანაჰატა სამ ნაწილად იყოფა:

1.ზედა ანაჰატა უკავშირდება სამყაროს მიმართ მადლიერების და სიყვარულის განცდას, რწმენას ბუნების და ტრანსცედენტურ სიყვარულის მიმართ.

2.ანაჰატის შუა ნაწილი პასუხს აგებს მეგობრობაზე,პარტნიორულ ურთიერთობებსა და უშუალოდ მათ შორის სიყვარულზე.

3.ქვედა ზღვარი კი კუთვნილების სიყვარულს განსაზღვრავს, ის რაც ჩვენია(სახლი,ქონება,ჩვენი შინაური ცხოველი და ა.შ…).

რეკომენდებული საკვები:

მწვანე ფერის საკვები-ვაშლი, კივი, მწვანილი, ბროკოლი, კომბოსტო, კიტრი, ლაიმი, მწვანე ლობიო, ბულგარული წიწაკა, ავოკადო, ბარდა, წყალმცენარეები, მწვანე ჩაი…

მინერალები: ვარდისფერი კვარცი, ტურმალინი, მწვანე ავანტურინი, მალაქიტი, ამაზონიტი, ზურმუხტი, მწვანე კალციტი, მწვანე აგატი, ვარდისფერი კალციტი, როდოქროსიტი, ვადისფერჯ იპალი, ქრიზოლითი.

🎶 341.3hz სიხშირის მუსიკა ასტიმულირებს მეოთხე ჩაკრას.

არომატებს რაც შეეხება, ანაჰატა ჰაერის სტიქიას მიეკუთვნება, შესაბამისად, სასურველია საკმევლის ან სურნელოვანი ჩხირების და სხვა სახის არომატების გამოყენება შემდეგი სურნელით: ჟასმინი, ვეტივერია, ვარდი, ფიჭვი, ნაძვი…

სატიის ბოლოს მოცემულია ფოტო, რომელზეც ასახულია იოგის პოზები და წერტილოვანი მასაჟისთვის განკუთვნილი ადგილები,რომელიც გულის ჩაკრის აქტივაციაში დაგეხმარებათ.

ავტორი: მარი (Rod)

© გრიმუარი • Grimoire

No photo description available.

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top