Now Reading
ჰორუსის თვალი – მაგიური სიმბოლო

ჰორუსის თვალი – მაგიური სიმბოლო (სტატიას ჯერჯერობით შეფასება არ აქვს)

ჰორუსის თვალი – დამცავი სიმბოლოა, რომელიც ძველი ეგვიპტიდან იღებს სათავეს. ჰორუსი ძველ ეგვიპტური ღმერთია, რომელსაც ხშირად გამოსახავდნენ ფალკონის (შევარდენის) სახით. ამ სიმბოლოს დანიშნულება არის სიცოცხლე, უსაფრთხოება, დაცვა, განკურნება და რეგენერაცია. ადამიანის თვალი ფალკონის თავის ნიშნებით – ვერტიკალური ზოლი წარმოადგენს შევარდენის თვალის ქვეშ არსებულ მუქ ლაქას, ხოლო სპირალი ამ ლაქის უკან ბუმბულს სტილიზებს.

ეგვიპტური მითოლოგიის თანახმად, ჰორუსმა მარცხენა თვალი დაკარგა სეტთან ბრძოლაში. თვალი ჯადოსნურად აღუდგინა ჰათორმა (ზოგიერთ წყაროში თოტი და ზოგან კი ღვთაება ხუნსუა დასახელებული), რამაც განასახიერა მთლიანობის და განკურნების პროცესი.

ხშირად ეს სიმბოლო ეშლებათ “რას თვალში (საილუსტრაციოდ მეოთხე ფოტოზე გამოსახულია “რას თვალი”), რომელიც გარკვეულ სიკეთეებთან ერთად დესტრუქციული ძალითაც გამოირჩევა და მისი გამოყენება სიფრთხილეს საჭიროებს.

მარტივად რომ მიხვდეთ,
მარცხენა თვალი არის ჰორუსის თვალი, მარჯვენა კი ღვთაება რას თვალია.

ჰორუსის თვალი ცნობილია, როგორც ყოვლისმხედველი თვალი. ეს სიმბოლო ძირითადად გამოსახულია ამულეტებზე და სამარხებში სულის დაცვის მიზნით. ის ასევე ძლიერი ამულეტია ცოცხალთა დასაცავად ბოროტმოქმედთაგან და ცუდი სურვილებისგან.

ითვლება, რომ ჰორუსის თვალმა სპეციალური გათვლებით შეიძინა უნიკალური ფორმა, რადგან ის დაკავშირებულია წმინდა გეომეტრიასთან და მათემატიკასთან, რაც მას მისტიურ ძალას ანიჭებს.  ქვემოთ ასახულ ფოტომასალაში ხედავთ, თუ როგორი სიზუსტით მიესადაგება ჰორუსის თვალი ეპიფიზს (ფიჭვისებრ ჯირკვალს) და ადამიანის 6 შეგრძნებას.

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top