მასკულინური ენერგიის მცენარე,მზის და ცეცხლის წარმომადგენელი (ლათინ.Hypericum perforatum)
შესაძლებლობები:დივინაცია,ბედნიერება,ჯანმრთელობა,სიყვარული,დაცვა,ძალა.
კრაზანა იზრდება შუა ზაფხულში და მისი პოვნა შეგიძლიათ საქართველოს თითქიმის ყველა მხარეში.
ამ მცენარეს იყენებენ მენტალური პრობლემებისგან და დეპრესიისგან გათავისუფლებისთვის.
მისი მშრალ მდგომარეობაში გამოყენება შეგიძლიათ დამცველობითი მიზნით. განათავსეთ/ჩამოკიდეთ ფანჯარაზე. ასევე მისი განთავსება კარგია სახლის კართან. იცავს ოჯახს და არიდებს გაუმართლებლობებს. გამომშრალი კრაზანის დაწვის შედეგად გამოყოფილ კვამლს აქვს უნარი გაწმინდოს სახლი ნეგატივისგან. ამ მცენარეზე ამბობენ,რომ სასტიკად აშინებს ბოროტ ენერგიებს.
დივინაციისთვის და ინტუციის განვითარების მიზნით,რეკომენდებულია კრაზანის საწოლის თავზე მოთავსება.
მოგეხსენებათ ჭიაკოკონობა,უძველესი ნეგატივისგან გაწმენდის რიტუალია,სადაც კრაზანის ფოთლებს განსაკუთრებული ყურადღებით წვავდნენ.
დასაოჯახებელ გოგოებს რაც შეეხება,კრაზანის ფოთლების ბალიშის ქვეშ მოთავსება და ძილის წინ თქვენს სასურველ პარტნიორზე ფიქრი,ამ პროცესებს მოიზიდავს.
მეხსიერების გასავითარებლად,დასწავლისთვის ასევე კარგია მისი ბალიშის ქვეშ განთავსება.
კრაზანა ძლიერი ანტიდეპრესანტია.მისი ჩაი დღეში სამჯერ ეფექტურია ნევროზის სამკურნალოდ,გაღიზიანების და დეპრესიის ჩასაცხრობად.