Now Reading
ფუტკრის ცვილი და თაფლი, როგორც ღვთიური საჩუქარი

ფუტკრის ცვილი და თაფლი, როგორც ღვთიური საჩუქარი 5/5 (1)

ფუტკარი მრავალ კულტურაში განასახიერებდა სულიერ ძალას. მისი არქეტიპი დღემდე არსებობს ჩვენს კოლექტიურ არაცნობიერში, როგორც სიმბოლო შრომის, ფერტილურობის, ოჯახის, წესრიგის, ურთიერთობის, სიმდიდრის და ა.შ… შამანურ ტრადიციებში ფუტკარს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ზოგიერთ კულტურაში ფუტკრებს ღმერთების მესენჯერების სახელითაც მოიხსენიებენ.

იცოდით, რომ საქართველო თაფლის სამშობლოა? მსოფლიოში უძველესი თაფლის ნიმუში აღმოჩენილია საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც 2000 წლით უფრო ძველია ვიდრე ეგვიპტეში აღმოჩენილი თაფლის კვალი. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მისი წლოვანება დაახლოებით 5500 წელია.

თაფლი აიურვედაში სამკურნალო დანიშნულებით მრავალი ფორმით გამოიყენებოდა.

თაფლის სანთელი ძალიან დადებითად აისახება მედიტაციის პროცესზე.

ეს პროდუქტი ასტიმულირებს სვადჰისტანას და მანიპურას (II და III ჩაკრებს). რაც დაკავშირებულია შემოქმედებითი და სექსუალური ენერგიის ბალანსთან, პიროვნული სიძლიერის და პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობის ზრდასთან.

რაც შეეხება ფუტკრის ცვილს, ის სტრუქტურულად შედგება 284 განსხვავებული კომპონენტისგან (ალკანები, მჟავები და ა.შ…) მას აქვს სრული ფიზიკური და ენერგეტიკული შესაძლებლობა, რომ დაიცვას გარემოს არასასურველი ზემოქმედებისგან ფუტკრის კვერცხები. თაფლის ცვილი გამოიყენება სანთლების დასამზადებლად, კოსმეტიკასა და მედიცინაში. ასევე იყენებენ სხვადასხვა ხელსაქმეში, ხელოვნებაში და ა.შ…

როცა თაფლის სანთელი იწვის, ჰაერი იწმინდება უარყოფითი იონების გამოთავისუფლების ხარჯზე.

ფუტკრის ცვილი გამდიდრებულია A ვიტამინით (რეტინოლით), რაც არაჩვეულებრივია როგორც კანისთვის, ასევე თმისთვის. მისგან დამზადებული საცხები იცავს კანს გარემოს მავნე ზეგავლენისგან და დაბინძურებული ჰაერისგან.

კანის ინფექციებისთვის თაფლი+ფიტკრის ცვილი+ზეითუნის ზეთის ნაზავი უებარ წამლად ითვლება.

ფუტკრის ცვილი ძალიან კარგი ენერგოგამტარია. ამავდროულად ძალიან კარგად ახდენს ენერგიის რეზერვაციას. უძველესი დროიდან გამოიყენება მაგიურ რიტუალებში არამხოლოდ სანთლის, არამედ მრავალი ფორმით. არსებობს მაგიური განხრა – სანთლის მაგია და სხვათაშორის, დივინაციისთვისაც არაჩვეულებრივი საშუალებაა თაფლის სანთელი.

სტატიის ავტორი: მარის გრიმუარი
©️გრიმუარი • Grimoire

 

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top