Now Reading
ფითრი

ფითრი(viscum album) -როგორც მამაკაცურ,ისე ქალურ ენერგიებს აერთიანებს.მზის და ჰაერის წარმომადგენელია.ასოცირდება აპოლოსთან,ვენერასთან,ფრეიასთან.

გამოიყენება სასიყვარულო,ფინანსურ,დაცვით მაგიაში,ზრდის ასევე სექსუალურ პოტენციას მამაკაცებში.

მაგ: სახლიდან არასასურველი ენერგიების განსადევნად ძალიან ძლიერი საშუალებაა ფითრი.

ასევე საძინებელში ფითრის ტოტი,თუნდაც საწოლთან ახლოს აგარიდებთ ნეგატიურ სიზმრებს. გამოიყენება სხვადასხვა ტიპის მაგიური ატრიბუტების დამზადებაში და შეიძლება ითქვას უნივერსალურია.

რომაული ტრადიციის მიხედვით,რომელიც უკვე ინგლისში მოქმედი ტრადიციაა,როცა შეყვარებული წყვილი ფითრის ქვეშ ერთმანეთს აკოცებს,მათი კავშირი მარადიული და ყველა ურთიერთობისთვის საჭირო სიკეთეებით დაიხუნძლება.

ასევე იკითხება დრუიდების შესახებ,რომელთაც ფითრის მოპოვების განსაკუთრებული რიტუალი ჰქონდათ.

თუ დავაკვირდებით ფითრი იზრდება მთიან რეგიონებში,ძირითადად მე სადაც შემხვედრია ყველა ხილის ხე იყო. ბევრი გვხვდება ვაშლის ხეებზე. თვით ვაშლი კი ვიცით რისი სიმბოლოცაა და ეს ფითრი ისე ლამაზად ახვევია ხეებს ბუჩქებივით,მისი ცქერა და ტკბობაც ჩემთვის უკვე ბედნიერება იყო

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top