Now Reading
ნიორი

ნიორი ყველასთვის ცნობილი მძაფრ არომატიანი სამკურნალო მცენარეა,რომელიც კულინარიაშიც ძალიან აქტიურად გამოიყენება –  ეს ყველამ კარგად ვიცით, თუმცა ფილმებსა თუ სხვადასხვა ნაწარმოებებში ალბათ ერთხელ მაინც მოგიკრავთ თვალი ან ყური, რომ ის იცავს ნეგატიური ძალებისგან, გამოიყენებენ ბნელი სულებისა თუ ვამპირების წინააღმდეგ. რატომ მაინც და მაინც ნიორი? სწორედ ამაზე მოგიყვებით დღეს და გაგაცნობთ ნივრის გამოყენებას რეალურ მაგიაში.

ნიორი (ლათინურად – Allium sativum) გახლავთ მასკულინური ენერგიის,პლანეტა მარსის და ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი.

ძირითადად გამოიყენება დამცავი,ნეგატივისა და ავი თვალის საწინააღმდეგოდ. ასევე ასტიმულირებს პირველ ორ ჩაკრას, რაც გამოიხატება ადამიანის ენერგიის ამაღლებაში,ვნების,გულისთქმის,ლტოლვის,შემოქმედებითი ენერგიის გამოღვიძებაში.ნიორს მოგზაურები ხშირად მიიჩნევდნენ თავიანთ თილისმად.

გამოყენება:

  1. დაავადების საწინააღმდეგოდ.

ნიორს აქვს კარგი უნარი შეიწოვოს დაავადებული ენერგია. ამისათვის კი უნდა გაფრცქვნათ ერთი ლებანი,ნაზად წაისვათ იმ ადგილზე, საიდანაც გრძნობთ პრობლემას და შემდეგ უნდა გადააგდოთ გამდინარე წყალში(სახლის პირობებშია საუკეთესოა უნიტაზში ჩარეცხვა) ,რათა თან წაიღოს დაბალი ვიბრაციები.

  1. სახლის დასაცავად და სახლის ნეგატივისგან გასათავისუფლებლად.

ნიორის ლებნებს ათავსებთ სახლის სხვადასხვა კუთხეებში კლებადი მთვარისას 3 დღის განმავლობაში,თან უთქვამთ, რომ გაწმინდოს სახლი და დაიცვას ნეგატიური ენერგიებისგან. შემდეგ იღებთ ხელთათმანით და ყრით. განსაკუთრებით ეფექტურია ახალ სახლში გადასლისას. სახლში ჩამოკიდებული ნივრით სავსე ბადეები ძალიან კარგია, თუმცა თუ კონკრეტულ მიმართულებას მისცემთ,რომ ნეგატივი შეიწოვოს,მაშინ მისი მირთმევა და საკვებად გამოყენება ცუდი იდეაა.

  1. სამოგზაურო დაცვა.

ნიორს თილისმად მიიჩნევდნენ საუკუნეების მანძილზე მეზღვაურები,მოგზაურები და უბრალოდ ადამიანები, რომლებიც შორ გზაზე მოგზაურობდნენ. მისი გამოყენება თქვენც შეგიძლიათ,თუ გსურთ რომ დაცულად იმოგზაუროთ. ამისათვის ნივრის ლებანი უნდა ატაროთ ჯიბით ( არ გაფრცქვნათ ). ასევე ძველად მთასვლელებს სჯეროდათ,რომ ნიორი მკაცრ ამინდსაც აარიდებდა მათ.

  1. დამცავი წრე

დამცავი წრე რიტუალებში გამოიყენება. ჩვენ გვისაუბრია მარილზე,შავ მარილზე, ცარცზე და მათგან შექმნილ სარიტუალო დამცავ წრეებზე. ანალოგიურად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნივრის პუდრი.

  1. ბავშვის დასაცავად.

მოათავსეთ ნიორი ბალიშის ქვეშ. 1 ლებანი გამოიყენება 3 ღამის მანძილზე,შემდეგ გადააგდეთ და ჩაანაცვლეთ ახლით.

  1. ენერგეტიკის გასაწმენდად.

უბრალოდ ხშირად მიირთვით ნიორი (თუ სხვას არ შეაწუხებთ 😀 ) ,რადგან დევნის ორგანიზმიდან დაბალვიბრაციულ ელემენტებს. ტყუილად კი არ არის იმუნიტეტის გასაძლიერებლად და გრიპის ვირუსისგან დასაცავად ნიორს ან ნივრიან ბულიონს რომ გვირჩევნენ… ვირუსი იგივე დაბალვიბრაციული ელემენტია, რომელიც აბინძურებს ჩვენს ენერგეტიკას.

 

საინტერესო ფაქტები:

1.ბუდისტები ხშირად უარს ამბობენ ნივრის მირთმევაზე, რადგან ფიქრობენ, რომ ზედმეტ სტიმულანტებს შეიცავს.

2.ამბობენ,რომ ნიორი ძველ ეგვიპტეში ერთ-ერთი ვალუტის ფორმა იყო.

3.ძველ საბერძნეთში კიბელის ტაძარში შესვლამდე ვიზიტორებს ნივრის ტესტს უტარებდნენ,რომ შეემოწმებინათ ახლომდებარე პერიოდში ხომ არ მიირთვეს ნიორი (არ ვიცი რატომ უშლიდა ხელს ნიორი ამ ტაძარში შესვლას 😀 )

4.ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში ნიორს უებარ საშუალებად მიიჩნევენ მამაკაცის ინტიმური პრობლემების აღმოსაფხვრელად. დასაქორწინებელ მამაკაცს ქორწილის დღეს აძლევდნენ რეკომენდაციას, რომ ჯიბით ეტარებინათ ნივრის ერთი ლებანი წარმატებული თაფლობის თვისათვის. (ესეც ცოტა უცნაური ამბავია, მაგრამ მე უბრალოდ გაცნობთ ამ ინფორმაციას).

 

ხალხური მედიცინა:

  1. ნიორი ჰიპერტენსიის (მაღალი წნევის) დროს ეფექტურია. ბოლო დროს ეს დასტურდება კვლევებითაც.ჩატარდა კვლევა,სადაც ნივრის 3 თვიანი მიღების შემდეგ მაღალი წნევის დასტაბილურება გამოვლინდა თითქმის ყველა ცდის პირთან. (წყარო:meta-analysis published in February 2020 in Experimental and Therapeutic Medicine)
  2. ნიორი 44%-ით ამცირებს კიბოს განვითარების რისკებს, ამცირებს გულის დაავადებების განვითარების რისკს, ასევე ამცირებს ართრიტისა და დიაბეტის განვითარების რისკებსაც.
  3. ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში.
  4. დადებითად მოქმედებს იმუნური სისტემის სტაბილურობის შენარჩუნებაზე.
  5. ებრძვის სისხლის შედედებას.
  6. ბუნებრივი ანტიოქსიდანტია და კერძებს ძაალიან აგემრიელებს.

 

გაფრთხილება :  არ ვუწევ რეკომენდაციას თვითნებურ მკურნალობას. უმჯობესია მისი სამედიცინო თვისებების შესახებ მოისმინოთ ექიმისგან. მე პირადად ხალხური მედიცინა ძალიან მიყვარს, მაგრამ ასევე ვაფასებ და დიდ მიღწევად ვთვლი თანამედროვე მედიცინას, ამიტომ ხალხური მკურნალობის მეთოდების პროპაგანდა არ მომაწეროთ.

 

იმედია გამოგადგებათ და მოგეწონათ სტატია ნივრის თვისებებზე,გამიხარდება თუ გააზიარებთ და თქვენს მეგობრებსაც გაანობთ მის უნიკალურობას.

სტატიის ავტორი: Rod (მარი)

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top