Now Reading
როგორ განვახორციელოთ მიზნები

როგორ განვახორციელოთ მიზნები 5/5 (5)

ალბათ ყველასათვის ცნობილია ფილმი- „საიდუმლო’’ (The Secret). ამ შესანიშნავმა ფილმმა უდიდესი წარმატება მოუტანა მათ,ვინც ამ ყოველივეს მნიშვნელობა საფუძვლიანად გაიაზრა.მასში იმალება უდიდესი საიდუმლო, რომელიც დაგვეხმარება მიზნების განხორციელებაში და საბოლოოდ წარმატების მიღწევაში.
 
აქ ჩამოთვლილია რამოდენიმე უმნიშვნელოვანესი დეტალი, რომელიც ყველასათვის ცნობილი არაა. ეს დაგეხმარებათ სამყაროს და საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში, ასევე მიზნების განხორციელებაში.
 
იფიქრეთ,იფიქრეთ და იფიქრეთ! გამუდმებით იფიქრეთ იმაზე, რაც ძალიან გინდათ რომ მოხდეს. ჩვენ ძირითადად ვფირობთ იმაზე, რაც არ გვინდა, რომ განხორციელდეს.მაგრამ სამყაროსთვის არ არსებობს სიტყვა „არ“ … რაზეც გამუდმებით ვფიქრობთ, გვინდა თუ არა ეს,უსათუოდ ასე იქნება. აი მაგალითად : რაღაც მიზეზების გამო არ გვსურს ერთ-ერთი ადამიანის ნახვა, თუნდაც შემთხვევით.დავიწყებთ ფიქრს:ოღონდ ამ ადამიანს არ შევხვდე! და ეს სამყარომ მიიღო. ის ადამიანი აუცილებლად შეგხვდებათ სწორედ მაშინ, როცა ამას არ ელოდებით.
სამყარო ბუმერანგივითაა! სამყარო გპასუხობთ ყველა თქვენს ფიქრსა თუ ქმედებაზე,რასაც სამყაროს მიმართ გასცემთ. ნეგატივი-ყოველთვის ნეგატივს იზიდავს.შესაბამისად, პოზიტიური-პოზიტიურს.
შენი ფიქრი იქცევა ნივთად! ქართულ ენაზე ეს წინადადება კარგად არ გამოითქმის. „your thoughts become things’’ თუ კი ძალიან გინდათ მანქანა, უბრალოდ იფიქრეთ. დანარჩენს სამყარო გააკეთებს.
მადლიერება! იყავი მადლობელი იმისთვის,რაც გაქვს ახლა.თუ კი დაიწყებ ფიქრს იმ ყველაფერზე, რისთვისაც ცხოვრებაში მადლობელი ხარ,გაოცდები,რადგან მიიღებ დაუსრულებელ საჩუქარს, სანაცვლოდ მადლიერებისა. უბრალოდ მოახდინე კონცენტრაცია და დაიწყე მშვიდად და გაწონასწორებულად ფიქრი იმაზე რაც გინდა რომ მიიღო (აწმყო დროში) და + აღნიშნე მადლიერება,განიცადე ის გრძნობა, რასაც ამ სურვილის ასრულების შემთხვევაში განიცდიდი და მიიღებ გასაოცარ შედეგს!
ფიქრი, ეს შენი სახეა! შენ გარდაიქმნები იმ პიროვნებად, რაც შენს ფიქრებში ბუდობს. მაგრამ ასევე მოიზიდავთ იგივეს, რაზეც ფიქრობთ.
შენიშვნა: ხალხის უმრავლესობას,განსაკუთრებით საქართველოში,არ აინტერესებს ასეთი საკითხები. ხალხი ფიქრობს,როგორ დაუძვრეს პრობლემას, ეს კი ხდება ნეგატიური გზით, ნეგატიური აზროვნებითა და მსჯელობით. ბევრი ამას ზღაპრის დონედ მიიჩნევს, მაგრამ საერთოდ არ გამიჩნდებოდა ამ პოსტის დაწერის სურვილი, რომ არა რეალობა და ექსპერიმენტები საკუთარ თავზე, რაც 100 % სიმართლეა. ასე რომ წარმატებებს და მიზნების განხორციელებას გისურვებთ მთელი გულით და სულით. !!!
გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top