დამატებითი ინფორმაცია
| მონაცემები | თქვენი დაბადების დღე, თვე, წელი, დაბადების ადგილი და დრო |
|---|
200 ₾
თითოეულ თილისმას ვქმნი თქვენი დაბადების ენერგიისა და უნიკალური მახასიათებლების მიხედვით.
ეს არ არის მზა პროდუქტი და არ იქმნება წინასწარ.
თითოეული სამაჯური მზადდება ინდივიდუალურად, კონკრეტული ადამიანის ენერგეტიკული ველის, დაბადების მონაცემებისა და ასტროლოგიური რუკის საფუძველზე.
როგორ იწყება პროცესი
შეკვეთის გაფორმებამდე და მის შემდეგ აუცილებელია თქვენი ზუსტი დაბადების მონაცემები:
• დაბადების ზუსტი თვე
• დაბადების ზუსტი რიცხვი
• დაბადების წელი
სასურველია დაბადების ზუსტი დრო და თქვენი ფოტოსურათი
ზუსტი თვე და რიცხვი აუცილებელია, რადგან თითოეული დეტალი ცვლის ენერგეტიკულ ველს და ასტროლოგიურ სურათს.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით ხდება:
• თქვენი ენერგეტიკული ველის ანალიზი
• ასტროლოგიური რუკის ძირითადი თემების წაკითხვა
• აქტიური ენერგეტიკული სფეროების გამოვლენა
• ბლოკების, გადატვირთვის ან დისბალანსის დანახვა
• იმის განსაზღვრა, თუ რომელი ენერგია საჭიროებს გაძლიერებას ახლა
ამის შემდეგ ხდება სპეციალურად შენთვის ბუნებრივი ქვების შერჩევა.
ანალიზის შედეგად თილისმა შეიძლება დამზადდეს ერთ ან რამდენიმე ენერგეტიკულ ველზე, გააჩნია მოცემულობას:
💗 სიყვარულისა და ურთიერთობების ველი
თვითღირებულება, გულის გახსნა, ემოციური კავშირები, თვითსიყვარული და ჰარმონიული ურთიერთობები.
💰 ფინანსებისა და სიუხვის ველი
ფულის ნაკადთან კავშირი, მატერიალური სტაბილურობა, შიშებისა და შეზღუდვების მოხსნა.
🔥 პირადი ძალისა და თვითრეალიზაციის ველი
თავდაჯერებულობა, საზღვრები, გადაწყვეტილებების მიღება, შინაგანი ძალის დაბრუნება.
🛡️ დაცვის ენერგეტიკული ველი
ნეგატიური ზემოქმედებებისგან დაცვა, შინაგანი ძალის გაზრდა, ემოციური გადატვირთვის შემცირება.
👑 ქალური / ფემინური ენერგიის ველი
ინტუიცია, მიმღებლობა, მიმზიდველობა და ბუნებრივი მაგნეტიზმი.
📈 ბიზნესისა და კარიერული განვითარების ველი
ფოკუსი, სტრატეგიული ხედვა, სტაბილური ზრდა და საქმეში სიცხადე.
🔥ჩაკრების ბალანსისა და ენერგეტიკული სტაბილურობის ველი
შინაგანი ჰარმონია, ენერგიის გამტარობა, ემოციური და ფიზიკური სიმშვიდე.
სურვილისამებრ შემიძლია თქვენი ენერგეტიკული მონაცემების მიხედვით დაგეხმაროთ გადაწყვეტილების მიღებაში, თუ რა თემებზე გსურთ მუშაობა.
ეს პროდუქტი შენთვისაა, თუ:
✨ გრძნობ, რომ ერთი და იგივე სცენარები მეორდება ცხოვრებაში
💔 გაქვს განმეორებადი სირთულეები ურთიერთობებში
💰 გინდა ფინანსური ზრდა, მაგრამ რაღაც უხილავი გაჩერებს
🔥 გრძნობ შინაგანი ძალის დაქვეითებას ან ენერგეტიკულ დაღლილობას
🛡️ ძალიან მგრძნობიარე ხარ გარე ენერგიების მიმართ
👑 გინდა ენერგიის გააქტიურება და საკუთარ ბუნებრივ ძალასთან დაბრუნება
🌈 გრძნობ დისბალანსს, არასტაბილურობას ან ქაოსს
ეს სამაჯურები განკუთვნილია მათთვის, ვინც მზად არის ცნობიერი ცვლილებისთვის და არ ეძებს სწრაფ, მექანიკურ ‘ჯადოსნურ გამოსავალს“.
რატომ არის ეს სამაჯურები განსაკუთრებული
✔ პერსონალიზებული – შექმნილია მხოლოდ თქვენთვის
✔ ეფუძნება დაბადების მონაცემებსა და ენერგეტიკულ ანალიზს
✔ გამოყენებულია მხოლოდ ბუნებრივი ქვები
✔ არ არის მასობრივი წარმოება
✔ თითოეული მათგანი ატარებს კონკრეტულ განზრახვას და ენერგეტიკულ მიმართულებას
სამაჯურების შესაქმნელად გამოიყენება მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, 100% ნატურალური მინერალები, რომლებიც მოწოდებულია მათი წარმოშობის ქვეყნებიდან.
თითოეული ქვა შერჩეულია არა მხოლოდ ვიზუალური სილამაზის, არამე მისი ბუნებრივი სტრუქტურის, ენერგეტიკული სისუფთავის, ვიბრაციისა და ხარისხის მიხედვით.
არ გამოიყენება სინთეტიკური, შეღებილი ან ხელოვნურად დამუშავებული მასალა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პერსონალიზირებული ენერგეტიკულად დამუხტული სამაჯურის შექმნა იწყება მხოლოდ ზუსტი დაბადების მონაცემების მიღებისა და ანალიზის შემდეგ.
ეს პროცესი საჭიროებს დროს, ყურადღებას და სიღრმეს, რადგან მიზანი არის არა უბრალოდ სამკაულის დამზადება, არამედ სასურველი შედეგის მიღწევა როგორც თქვენთვის, ასევე ჩემთვისაც.
თუ ამ აღწერაში საკუთარ თავს ამოიცნობ, ეს ნიშნავს, რომ უკვე მზად ხარ ამ ენერგიასთან სამუშაოდ ✨
შეკვეთისთვის და დეტალების გადმოსაგზავნად დამიკავშირდით მეილზე: grimoiresoteric@gmail.com
ასევე შეგიძლიათ დამიკავშირდეთ facebook messenger-ის მეშვეობით.
| მონაცემები | თქვენი დაბადების დღე, თვე, წელი, დაბადების ადგილი და დრო |
|---|