სივრცის წმენდის ძლიერი რიტუალი
80 ₾
🏠უძლიერესი სივრცის ენერგეტიკული წმენდის რიტუალი
გარდა იმისა, რომ აუცილებელია საკუთარ ენერგეტიკაზე ზრუნვა, აგრეთვე მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ჩვენს სივრცეზე, რადგან ის ახდენს გავლენას ჩვენი ცხოვრების მრავალ სფეროზე, როგორებიცაა: ჯანმრთელობა, დაცულობა, ხვავი და ბარაქა, წარმატება, ზოგადად ბედნიერება და ცხოვრების ხარისხი.
ეს პრაქტიკა დაგეხმარებათ იმაში, რომ ენერგეტიკულად გაწმინდოთ და გაათავისუფლოდ ნეგატივისაგან ნებისმიერი სივრცე, როგორიც შესაძლოა იყოს: სახლი, თქვენი ოთახი, კაბინეტი, ოფისი, მაღაზია, სახელოსნო თუ სხვა…
ჩვენი ცხოვრების უდიდესი ნაწილი გადის სახლში და სამუშაო სივრცეში, ეს არის ის ადგილები, სადაც ვცხოვრობთ, ვივსებთ ენერგიას, გვძინავს, ვიხარჯებით შემოქმედებითად, ვცდილობთ განვითარებას და უფრო ბედნიერი ცხოვრების შექმნას.
მაგრამ “კედლებს აქვთ მეხსიერება”. ისინი “იმახსოვრებენ”, აკავებენ ნებისმიერი სახის ენერგიას, რომელიც აღწევს მათში. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ენერგია დადებითი თუ უარყოფითი და ბოროტი ბუნების…
ჩვენი ფსიქო-ემოციური ნეგატივი, რომელსაც გამოვყოფთ ნეგატიურ საკითხებზე ფიქრისას, ბრაზის, სევდისა თუ ნერვიულობის დროს, ახალი ამბების ან თუნდაც დაძაბული კინო ფილმის ყურებისას, აღარ მაქვს საუბარი გამვლელებზე, სტუმრებსა და მეზობლებზე, რომელთაც აგრეთვე შემოაქვთ უარყოფითი ენერგია ჩვენს სივრცეში. მართალია ხშირად ყოველივე ეს ხდება გაუცნობიერებლად, მაგრამ სამწუხაროდ ზოგჯერ ადამიანი ბევრ ბოროტ და უგუნურ ნაბიჯსაც დგამს საკმაოდ გაცნობიერებულად და გამიზნულადაც…
თუ შენი სივრცე გაჟღენთილია წლების, თვეებისა და კვირების განმავლობაში ნაგროვები ნეგატივით – ის ასხივებს ამ ნეგატივს ისევ შენსკენ.
მაშინ, როდესაც ამ სივრცემ უნდა დაგმუხტოს პოზიტიური ენერგიით, გაქციოს საოცარი იდეებისა და შემოქმედებითობის გენერატორად, გაგაბედნიეროს შენ და შენი ოჯახის წევრები და მოგანიჭოთ დაცულობა – ის ამ ფუნქციას ვეღარ ასრულებს.
ეს რიტუალი სწორედ ამ პრობლემების გადასაჭრელადაა შექმნილი!
ყველა ადამიანმა უნდა იზრუნოს სახლისა თუ სამუშაოს სივრცის ენერგეტიკასა და აურაზე.
ყველამ იცით რიტუალები და პრაქტიკები, სადაც წვავთ საკმეველს ან იყენებთ მარილს, მაგრამ ეს მოძველებული და სუსტი მეთოდებია.
ჩემი პრაქტიკა მოგცემთ ამ გავრცელებულ მეთოდებზე გაცილებით ძლიერ შედეგს.
ეს არის გაუმჯობესებული და გაძლიერებული სახლის წმენდის პრაქტიკა, რომელიც მიუხედავად ამისა მაინც ძალიან მარტივად შესასრულებელი, ყველასათვის ხემისაწვდომი და, რაც მთავარია, სანდო და უსაფრთხოა!
🕯️აღნიშნული სარიტუალო პრაქტიკა არის ძალიან მარტივი, მის შესრულებას შეძლებს თითოეული თქვენგანი, განურჩევლად გამოცდილებისა თუ ცოდნის დონისა. საკმარისია მხოლოდ ის, რომ იქონიოთ ამის გაკეთების სურვილი.
✅რიტუალი არის აბსოლუტურად უსაფრთხო, შემოწმებული და სანდო.
📝მის შესასრულებლად დაგჭირდებათ ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთები, რაც ყველას მოგვეპოვება.
✔️შეძენისას მიიღებთ: ციფრულ სახელმძღვანელოს, რომლის სახითაც მიიღებთ პრაქტიკის დეტალურ აღწერას, ინსტრუქციას.

