თავდაცვითი მაგიის კურსი
650 ₾
სასწავლო კურსი – თავდაცვითი მაგია
პირველი ლექცია ხელმისაწვდომია ყველასათვის უფასოდ❗
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ინფორმაციულად მდიდარი კურსის ჯერიც დადგა.
აღნიშნული კურსი დატვირთული იქნება დიდი რაოდენობით თეორიული ინფორმაციითა და პრაქტიკული გაკვეთილებით.
✔️თვითდიაგნოსტირების მეთოდების მეშვეობით შეძლებთ ამოიცნოთ გაქვთ თუ არა ენერგეტიკული დაზიანება, იგრძნოთ როდის შემოდის ნეგატივი, როგორ დაძლიოთ / დაამარცხოთ ის.
✔️ისწავლით საკუთარი თავის, თქვენი ნივთებისა და სივრცის წმენდას, შეძლებთ დაიცვათ საკუთარი თავი და საყვარელი ადამიანები უარყოფითი გავლენებისაგან, როგორიცაა: ნეგატიური ადამიანები, ემოციები, მაგია, ადგილები, ენერგო ვამპირები და ა.შ…
✔️ამ კურსის დასრულების შემდგომ მარტივად შეძლებთ იმის გარჩევას დგას თუ არა თქვენი შფოთვის, შიშისა და უიღბლობის მიღმა შავი მაგიის გავლენები.
✔️შეძლებთ აიმაღლოთ ვიბრაციები და გააძლიეროთ თქვენი მფარველი ძალა, იგრძნოთ თავი დაცულად, ძლიერად, ენერგიულად, შეინარჩუნოთ თქვენი ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ბედნიერება, ფიზიკური და სულიერი სიმტკიცე.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ კურსში მოცემული თეორიული ინფორმაცია და თითოეული სავარჯიშო ემსახურება თქვენს ენერგეტიკულ მომზადებას, არის გამოცდილი, აბსოლუტურად უსაფრთხო და შერჩეულია მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალური მეთოდები.
კურსი გათვლილია როგორც დამწყებთათვის, ასევე ეზოთერიკაში უკვე კარგად გაცნობიერებულთათვისაც, ვინაიდან ინფორმაცია გასაგებად და მარტივად არის გადმოცემული ყველასათვის.
ამ კურსის ჩატარების იდეა მაქვს იმ დღიდან, როდესაც ჩემი პირველი კურსი დავაანონსე.
მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის მანძილზე ვფიქრობდი ამაზე, ვფიქრობ დადგა დრო, რომ ეს ცოდნა გადმომეცა თქვენთვის, რადგან საზოგადოებაში და მსოფლიოში არსებული მდგომარეობა უბრალოდ სხვა გზას აღარ გვიტოვებს… კოლოსალურად იმატა მაგიის ინტერესმა და ხელმისაწვდომობამ, იმატა შავი მაგიისა და მაგების პოპულარობამ, თაღლითობამ და ქვეყანა მიაქვს უხარისხო და ზოგ შემთხვევაში საზიანო ინფორმაციითა და „ხაფანგებით“ გაჯერებულ ცოდნას. მე მთელი ჩემი არსითა და მოღვაწეობით ვემსახურები სინათლეს და სწორედ ზემოთ ხსენებულ წყვდიადთან ბრძოლას ( რა საკვირველია ჰუმანური გზებით). ამ კურსით მინდა, რომ დაგეხმაროთ თქვენც. დაგეხმაროთ იმაში, რომ მტკიცედ და ძლიერად იდგეთ სინათლის გზაზე, იყოთ დაცული და რომ ცოტათი მაინც შევამციროთ სიბნელე ამ ისედაც ქაოსურ და რთულ სამყაროში. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ კურსზე მოთხოვნა ძალიან დიდი იყო, ორმაგად დიდი პასუხისმგებლობის განცდა მქონდა.
⭕️კურსზე დაიშვებიან მხოლოდ სრულწლოვანი პირები ( 18+)
⏳კურსის ხანგრძლივობა 2 თვე
👉🏻ლექციები მიმდინარეობს ონლაინ ფორმატში.
☑️კურსი მოიცავს 8 ვიდეო ლექციას + სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში ჩაინიშნება დამატებითი ინტერაქციული სემინარები.
☑️სასწავლო მასალას მიიღებთ წინასწარ ჩაწერილი ვიდეო ლექციების სახით, რაც საკმაოდ კომფორტულია, რადგან დედამიწის ნებისმიერ წერტილში მყოფი და ნებისმიერი სახის გრაფიკის მქონე ადამიანი შეძლებს მათ ყურებასა და მოსმენას.
☑️ლექციების ყურებას შეძლებთ ნებისმიერ თქვენთვის სასურველ დროს და არ იქნებით შეზღუდული მკაცრად გაწერილი გრაფიკით, შეძლებთ ვიდეოების დაპაუზებას, ინფორმაციის კომფორტულად და გასაგებად მიღებას, რაც დაგეხმარებათ მასალის დამახსოვრებაშიც და ჩანიშვნაშიც.
🎁ვინც ბოლომდე გაივლის კურსს საჩუქრად მიიღებს პრაქტიკებისა და რიტუალების ციფრულ კრებულს PDF ფორმატში, სადაც ყველა პრაქტიკა დეტალურად იქნება მოცემული წერილობით.
📜სილაბუსის მოკლე აღწერა:
· რა არის მაგია?
· მანიფესტაცია
· რა არის შავი და თეთრი მაგია?
· რატომ სარგებლობს შავი მაგია ასეთი პოპულარობით?
· რატომ არის სწავლებების უმრავლესობა იდეურად შავი?
· სინდისი – ღვთაებრივი ნაწილაკი და არალოგიკური ფენომენი
· სიკეთისა და ბოროტების გაგება მაგიურ პრიზმაში
· რა არის თავდაცვითი მაგია?
· რა არის მისი დანიშნულება?
· თავდაცვითი მაგიის შედეგები/ სარგებელი
· დარღვევები, ენერგეტიკული დაზიანებები და მათი ზოგადი სიმპტომატიკა
· ნეგატივისა და დაზიანებული ენერგეტიკის ყველაზე ხშირი სიმპტომები
· ოთხი ბოძი – ის, რის გარეშეც ვერანაირი მაგია ფუნქციონირებს
· როგორ ვიგრძნოთ ენერგია?
· მაგიის მოქმედების მექანიზმი
· როგორ მუშაობს მაგია?
· ნეგატიური ენერგია
· ნეგატიური ენერგიის ტიპები და ფორმები, გამოვლიენებები და სიმპტომები
· ფსიქო-ემოციური ნეგატივი
· ყოველდღიური / საყოფაცხოვრებო ნეგატივი
· ავი თვალი
· მომპარავი
· ჯადო
· წყევლა
· საგვარეულო/ სისხლის წყევლა და დაზიანება
· ეგრეგორული ნეგატივი
· კარმული ნეგატივი
· ეგრეგორები
· სუნთქვა
· ენერგეტიკული ანატომია
· ნატიფი სხეულები
· ენერგიის დანახვა
· ნეგატივი ეგრეგორების გავლით
· ნეგატიური ადამიანები
· თაღლითები
· როგორ არ მოვტყუვდეთ?
· თაღლითობის მექანიზმი, სქემები და სტრატეგიები
· შავი მაგები
· ფანატიკოსები და არაადეკვატური ადამიანები
· ჰიპნოზი
· ენერგო ვამპირები
· სიზმრები და სხვა მინიშნებები
· ნივთების მტვრევა/ მსხვრევა
· უიღბლობები
· წინაპრების ხმა და სულები
· მაგიის სურნელი – ძველი ლეგენდის სუნთქვა
· მაგიური განზრახვა – როგორ ჩამოვაყალიბოთ სურვილები?
· თავდაცვა ენერგოვამპირებისაგან
· თავდაცვა სხვადასხვა უარყოფითი ზეგავლენებისაგან
· საკუთარი ენერგეტიკის გაწმენდა
· სივრცის ნეგატივი და მისი გავლენა ჩვენზე
· საცხოვრებელი სივრცე
· ბინები და კერძო სახლები
· ოფისი და „ოუფენ სფეისი“
· მაღაზიები, რესტორნები და სავაჭრო ცენტრები
· როგორ გავიგოთ არის თუ არა ნეგატივი ჩვენს სივრცეში?
· ნეგატიური ძალის მქონე ადგილები
· სივრცის ეერგიის წმენდის მეთოდები
· სივრცის და უძრავი ქონების დაცვა
· სტიქიები
· მუშაობა სტიქიებთან, ატრიბუტები და ალტარი
· 4 ელემენტის გავენა ჩვენს ცხოვრებაზე
· ფიზიკური რეალობა
· ფიზიკური პროცესები, კვება, ძილი და სხვა…
· შიშები, შფოთვა, პანიკა, ნევროზები და ა.შ…
· ენერგო დეფიციტი
· უსაფრთხოება – პრაქტიკების სწორი შეფასება, უსაფრთხოთ მუშაობის წესები.
· უკუცემები
· კარმა
· მასშტაბური გავლენები
· ენერგიის მიღებისა და ავსების პრაქტიკები
· ასტრალური და სულიერი სამყარო
· არსებები
· ადამიანის ურთიერთობა სულიერ სამყაროსთან და მის ბინადრებთან
· სიმართლე ჩასახლებებისა და ეგზორციზმის შესახებ
· როგორ მოვიქცეთ თუ ვიპოვით ჯადოს?
· თვითდიაგნოსტირება
· ცრურწმენები
· კოლექტიური ენერგია
· ვიბრაციის ამაღლება და ენერგიის გაძლიერებაზე ზრუნვა
· მფარველი ძალა
· მფარველი ანგელოზი
· რელიგია
· მაგიური ეგრეგორები
· გვარი, წინაპრები, მშობლები
· ცხოველები და მცენარეები – რით ეხმარებიან ისინი ადამიანს?
· დაცვის სისტემა
· რა არის დაცვა?
· როგორ მუშაობს ის?
· რა ასუსტებს და აძლირებს მას?
· ამულეტები და ავგაროზები
· ფსიქო-ემოციური მდგომარეობა
· ფიზიკური სხეული
· ნივთები, აქსესუარები, მეტალები…
· დაცვის კომპლექსური მოდელი
· სიკვდილის ენერგია
· „მწუხრი“, პანაშვიდი, გარდაცვლილის ნივთები, ფოტოები და ა.შ…
· რა ხდება როდესაც ადამიანი კვდება?
· რისი კეთება არ შეიძლება ამ ენერგიასთან მიმართებით?
· დღე და ღამე – ცვლილებები ადამიანის სხეულსა და ენერგეტიკაში დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთებში
· ცნობიერი და არაცნობიერი
· ტაბუ
· ტოტემები და კერპები
· ძალის ადგილები და არტეფაქტები
· ბერსერკის მდგომარეობა
· თავდაცვისა და შეტევის ნორმები: ბუმერანგი, შურისძიება, დასჯა, ამ ფენომენთა მორალურ-ეთიკური, ეზოთერული, ფსიქოლოგიური და მაგიური შეფასება.
· ღმერთები და უზენაესი არსები
· როგორ მივმართოთ მათ?
· რას მოვერიდოთ / სიფრთხილე
· პანთეონების სტრუქტურა, საფეხურები და როგორ მივაწვდინოთ ხმა მწვერვალამდე
· ბუნება
· ფიულგია და ჰამინგია
· თურსები
· თითოეულ ლექციაში წმენდის, თავდაცვის, ენერგიის ამაღლებისა და შეგრძნებების გაძლიერების პრაქტიკები, რიტუალები და სავარჯიშოები…
პირველ ლექციას უფასოდ იხილავთ ჩვენს იუთუბ არხზე: