5 ელემენტი ეზოთერული ონლაინ კურსი

250 

აღწერა

5 უძლიერესი რიტუალი, რომელიც შენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.

ათასწლეულების განმავლობაში, ყველა კონტინენტსა და კულტურაში, კაცობრიობა ადაპტირდებოდა სამყაროსთან რიტუალების ხელოვნების მეშვეობით. ანტიკურ ხანაში მაგია სულაც არ იყო “ფანტაზია” – ეს იყო გონებისა და სულის ზუსტი ტექნოლოგია, მეცნიერება, რომელიც ეხმარებოდა ადამიანს ცხოვრების სადავეების მოპოვებაში ან დაბრუნებაში. ამით ჩვენი წინაპრები ახერხებდნენ შინაგანი მდგომარეობისა და გარე რეალობის ერთმანეთთან შეთანხმებას, ცხოვრების სხვადასხვა სფეროს დაბალანსებასა და ჰარმონიზებას.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს იმაზე მეტი შესაძლებლობა გვაქვს, ვიდრე ოდესმე გვქონია, იმაზე მეტად ვართ დაკავშირებული ერთმანეთთან და დედამიწის ყველა წერტილთან, სულიერ სამყაროს მაინც ჩამოვშორდით (ან ჩამოგვაშორეს?)…
დაგვავიწყდა, რომ შეგვიძლია ჩვენს რეალობაზე ზემოქმედება. რომ არსებობს უნარები, რომლებსაც მივყავართ იქამდე, სადაც ჭეშმარიტად უნდა ვიყოთ და ვინც უნდა გავხდეთ. ეს უნარი თითოეულ ჩვენგანშია, უბრალოდ აუცილებელია მათი სწორად გამოყენებისა და მიმართვის სწავლა, რათა შევძლოთ სასურველი ცხოვრებისა და რეალობის შექმნა.
ჩემი მთავარი მამოძრავებელი იდეა არა რეალობისაგან გაქცევა, არამედ ადამიანის ამ რეალობაში დაბრუნებაა. მისთვის ძალისა და მართვის სადავეების გადაცემა. ოღონდ არა ისე, როგორც ამას ძველი ეპოქის ავტორები ან ბევრი თანამედროვე ეზოთერიკოსი აკეთებს.
ხშირად გვასწავლიან: “გააკეთე ეს”, მაგრამ არავინ გვიხსნის, რატომ? რამდენად უსაფრთხო, ეკოლოგიური და რეალურია ეს სწავლება?

მე გთავაზობთ კურსს, სადაც ზუსტად გეცოდინებათ, რომ იღებთ საიმედო, მუშა და ხარისხიან ცოდნას. ამას ადასტურებს ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება და არაერთი მოსწავლე, ვინც უკვე გაიარა ჩემი წინამორბედი კურსები და მასტერკლასები.

📈კურსი “5 ელემენტი” არის ინვესტიცია, რომელიც მთელი ცხოვრება გამოგყვებათ!

❌ეს არ არის დაბალი ხარისხის “Zoom-ჩანაწერების” ნაკრები.

💎ეს არის პრემიუმ ხარისხის სასწავლო გამოცდილება. მუშა და მძლავრი იარაღების არსენალი, რომელიც ცხოვრებას ცვლის.

რით არის გამორჩეული “5 ელემენტი”?

1️⃣ კონკრეტული და სწრაფი: კურსი არ არის დროში გაწელილი და ორიენტირებულია შედეგზე.
2️⃣ არჩევანის თავისუფლება: თქვენ თავად ირჩევთ სასურველ “პაკეტს”.
3️⃣ უნივერსალურობა: განსხვავებით ვიწროპროფილური კურსებისგან (მაგ. ფინანსური ან თავდაცვითი მაგია), ეს კურსი მოიცავს 5 უმთავრეს,ფუნდამენტურ მიმართულებას.
რას მოიცავს კურსი?

🆓 შესავალი ლექცია: ზოგადი ხასიათის მიმოხილვა (ხელმისაწვდომია უფასოდ).

1️⃣ ⛓️‍💥ძალაუფლების ქამარი: ენერგეტიკული წმენდისა და ნეგატივის განდევნის რიტუალი. აღნიშნული პრაქტიკა დაგეხმარებათ:
•არასაჭირო ვიბრაციებისა და არსების განდევნაში
•უარყოფითი და დესტრუქციული ძალებისა და ზეგავლენების მოშორებაში
• თქვენი ფსიქიკის, ენერგეტიკული ველისა და აურის დაბინძურებებისგან განწმენდასა და გათავისუფლებაში.

თუ კი თავს გრძნობთ ცუდად ან გაქვთ იმის განცდა, რომ იმყოფებით უარყოფითი ენერგიებისა და ტენდენციების ნაკადში – სწორედ ეს პრაქტიკა დაგეხმარებათ ცხოვრებაზე კონტროლის აღდგენაში, დამთრგუნველი და მძიმე ენერგიებისა და ემოციებისაგან გათავისუფლებაში და სიმსუბუქის მოპოვებაში.

2️⃣ 🛡️ცხრაკლიტული: საავტორო პრაქტიკა ენერგეტიკული დაცვისთვის.
აღნიშნული რიტუალური პრაქტიკა დაგეხმარებათ:
• აირიდოთ თავიდან სხვათა უარყოფითი ენერგია, ე.წ. “ავი თვალი”, მათი ბოროტი სურვილებითა თუ ზრახვებით გამოწვეული ზიანი.
•მისი მეშვეობით თქვენ შეძლებთ თავის დაცვას ბნელი ენერგიების, უიღბლობის, დაზიანებებისა და საფრთხეებისაგან.

თუ გრძნობთ, რომ ხართ დაუცველი ან გჭირდებათ თქვენი ენერგეტიკული ველის გაძლიერება, ეს პრაქტიკა თქვენთვისაა. თუმცა ასეც რომ არ იყოს, როდის არის დაცულობა ზედმეტი ან არასასურველი?

3️⃣ 🔥ძალის ელექსირი + შინაგანი ცეცხლის გამოღვიძება: ენერგიის ავსებისა და აღდგენის პრაქტიკა. თუ გრძნობთ დაღლილობას, უძლურებას, შემოქმედებითობისა და შთაგონების ნაკლებობას, თუ არ გაქვთ რაღაცის შესასრულებლად აუცილებელი ენერგია ან თუ ხართ დაინტერესებული სხვადასხვა ეზოთერული, მაგიური თუ ენერგეტიკული პრაქტიკებით, ამ პრაქტიკას აუცილებლად უნდა დაეუფლოთ! აღნიშნული პრაქტიკა სინამდვილეში მის თავში მოიაზრებს არა ერთ, არამედ ორ ენერგეტიკულ პრაქტიკას. მათი მეშვეობით შეძლებთ საკუთარ ენერგიის დონეზე ზეგავლენის მოხდენას როგორც ფიზიკურად, აგრეთვე მენტალურ და ასტრალურ დონეზე, იმისათვის, რომ შეძლოთ მაქსიმალური რესურსების ათვისება და გამოყენება.
ამ პრაქტიკის მეშვეობით თქვენ გახდებით:
• მეტად ფხიზელი
• ენერგიული

• შემოქმედებითი და მაგიური ენერგიით სავსე.

4️⃣ 💸ფულის წვიმა: საავტორო პრაქტიკა ფინანსური ნაკადების მოსაზიდად.

აღნიშნული პრაქტიკა დაგეხმარებათ იმაში, რომ მსგავსად იმისა, როგორც ჩვენი წინაპრები იხმობდნენ წვიმას, რომელიც გაანაყოფიერებდა მათ მიწებს და დაეხმარებოდა მათ სასმელი წყლისა და კარგი მოსავლის ქონაში, თქვენც შეძლოთ ნაყოფიერების, მატერიალური კეთილდღეობისა და ბარაქის მოხმობა თქვენს ცხოვრებაში. სწორედ ფინანსური ენერგიაა ის, რაც განაპირობებს ფინანსურ მდგომარეობას, მატერიალურ კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, კომფორტს და სურვილების ასრულების შესაძლებლობას.

5️⃣ 💗შუქურა: სიყვარულის, ვნებისა და დადებითი განწყობის მოსაზიდი პრაქტიკა. შესაძლოა იქნას გამოყენებული არა მხოლოდ რომანტიული ურთიერთობებისათვის, არამედ მეგობრულ ან საქმიან ურთიერთობებში კეთილგანწყობის მოსაპოვებლადაც.
ეს პრაქტიკა დაგეხმარებათ იმაში, რომ თავად იქცეთ სიყვარულის, ქარიზმის, პოზიტიური ენერგიებისა და განწყობის შუქურად, რომელიც გემების მსგავსად იზიდავს ადამიანებს, საქმიან პარტნიორებს და თავად სამყაროს.

პრაქტიკის უმთავრესი მიზანია დაეხმაროს მათ, ვინც ეძებს სიყვარულს, რომანტიკასა თუ ვნებას, თუმცა ის აგრეთვე ეფექტურად მოქმდებს იმ შემთხვევაშიც თუ კი ადამიანს სურს სხვა რამის მოზიდვა (მაგალითად მეგობრების, თანამშრომელთა მხრიდან კეთილგანწყობის, პუბლიკის, მაყურებლების თუ მსმენელების მხრიდან სიმპათიის და ა.შ…). რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო, ეკოლოგიური და კონსტრუქციული ენერგიის მატარებელი პრაქტიკა. განსხვავებით მსგავსი შინაარსის პრაქტიკების 99%-ისაგან, აქ არ შეხვდებით არანაირ იძულებას, დამორჩილებას, მოხმობას თუ ნებისმიერი სახის სწავლებებს, რომელსაც ავრცელებენ შავი მაგიის მიმდევრები და თავად ეს დარგი!

🗒️ფორმატი და ღირებულება:

კურსი მოცემულია ონლაინ ფორმატში, წინასწარ ჩაწერილი და დამონტაჟებული მაღალი ხარისხის ვიდეო ლექციების სახით.
შეძენისას მიიღებთ:
✅ უმაღლეს ხარისხში ჩაწერილ და დამონტაჟებულ ვიდეო ლექციებს.

✅ ულიმიტო წვდომას (უყურებთ ნებისმიერ დროს).

ფასები:

💰 სრული კურსი (5 პრაქტიკა): 250 ლარი
🎯 ცალკეული პრაქტიკა (თქვენი არჩევით): 1 პრაქტიკა – 60 ლარი
აღნიშნული პირობები ძალაშია 11.05.2026-მდე
🎁პირველი ლექცია: https://www.youtube.com/watch?v=iqu3o4eparY&t=397s
გამოხმაურება