ფინანსური მაგიის სასწავლო კურსი

300 

არსებობს მრავალი სწავლება მიმართული ადამიანთა წარმატების ზრდაზე, ბიზნესის განვითარებაზე მიმართული ტრენინგები, ქოუჩინგისა თუ ფსიქოლოგიის ტრენინგები და პროგრამები, რომელთა მიზანიცაა ადამიანს ასწავლონ თუ როგორ მოიზიდონ მეტი წარმატება, მართონ ფინანსური კეთილდღეობა და გაზარდონ ის, თუმცა ფულის ენერგიისა და მისი მაგიური კანონზომიერებების შესახებ ნაკლებად საუბრობენ, რაც სინამდვილეში პირველმნიშვნელოვნად გასათვალისწინებელია.

გარდა იმისა, რომ აუცილებელია ფინანსური საკითხების მართვა, მენეჯმენტი და ბიზნესისა თუ კარიერული ზრდის საკითხების შესწავლა, აგრეთვე ძალიან საყურადღებოა მისი ენერგეტიკული ასპექტებიც. ფინანსური მაგია  გვეხმარება იმაში, რომ ეს ენერგია გავანაწილოთ, მოვიხმაროთ და სწორად გავცეთ, მოვიზიდოთ მეტი წარმატება, მიღებული სიკეთე გავამრავლოთ, გავზარდოთ, შევინარჩუნოთ და დავიცვათ.

📈ეს ცოდნა საშუალებას გვაძლევს, რომ არაფრიდან შევქმნათ ყველაფერი და , რაც მთვარია, სუფთა და კეთილსინდისიერი გზებით.

ხშირია, რომ ადამიანები აღწევენ წარმატებას, თუმცა ფინანსური ენერგიის კანონზომიერებებში  გაუთვითცნობიერებლობის გამო მალევე კარგავენ მას ან ხვდებიან ჩიხში, ვეღარ ვითარდებიან და ვერ ხედავენ გამოსავალს.

ზოგიერთი ადამიანისთვის გასაჭირია ის გაკვეთილი, რომელიც ამ კანონზომიერებებში გარკვევის საშუალებას აძლევს ( სამწუხაროდ, ზოგი ამ გასაჭირითაც ვერ სწავლობს და გზააბნეულია), მაგრამ რატომ უნდა დავუშვათ შეცდომა, როდესაც გვაქვს მისი თავიდან არიდების საშუალება.

☑️ამ კურსში მოცემული ინფორმაცია გახდება თქვენი სახელმძღვანელო , ფულთან და მის ენერგიასთან ურთიერთობის წესები მთელი ცხოვრების მანძილზე გაგიძღვებიან და დაგეხმარებიან, რომ სწორად შეძლოთ საკუთარი პოტენციალის მართვა, დაიცვათ სამყაროს კანონები და მექანიზმები და გამოიყენოთ ისინი თქვენთვის სასიკეთოდ.

☑️ეს კურსი განკუთვნილია ყველასათვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც აქვს ფინანსური პრობლემები, ვინც შრომისა თუ სურვილის მიუხედავად ვერ ახერხებს ზრდას და განვითარებას, მათთვის ვისაც სურს, რომ მომავალში არ შეხვდეს ფინანსურ სირთულეებს,  ვისაც სურს მეტი წარმატების მიღწევა, ფინანსური ენერგიის არსის გაგება ან უბრალოდ არსებულის გაუმჯობესება, ზრდა, შენარჩუნება თუ მართვა…

☑️კურსი მოგცემთ თეორიულ ცოდნას იმასთან დაკავშირებით თუ რა არის ფინანსური ენერგია, რა არის ფინანსური ეგრეგორი და როგორ დავამყაროთ მასთან ჯანსაღი ურთიერთობა,

გაიგებთ თუ რა აზიანებს თქვენს ფინანსურ პოტენციალს და როგორ აღმოფხვრათ ეს საფრთხეები.

☑️რა თქმა უნდა, კურსის ფარგლებში მიიღებთ პრაქტიკულ ცოდნასაც, გეძლევად საშუალება დაეუფლოთ სხვადასხვა ტექნიკებს, რიტუალებსა და მიდგომებს, რომლებიც დაგეხმარებათ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, ამ ენერგიის უკეთ გაგებასა და მართვაში.

⭕️კურსზე დაიშვებიან მხოლოდ სრულწლოვანი პირები ( 18+)

👉🏻ლექციები მიმდინარეობს ონლაინ ფორმატში.

☑️კურსი მოიცავს 10 ვიდეო ლექციას + საჩუქრად პრატიკათა კრებული

☑️სასწავლო მასალას მიიღებთ წინასწარ ჩაწერილი ვიდეო ლექციების სახით, რაც საკმაოდ კომფორტულია, რადგან დედამიწის ნებისმიერ წერტილში მყოფი და ნებისმიერი სახის გრაფიკის მქონე ადამიანი შეძლებს მათ ყურებასა და მოსმენას.

☑️ლექციების ხილვას შეძლებთ ნებისმიერ თქვენთვის სასურველ დროს და არ იქნებით შეზღუდული მკაცრად გაწერილი გრაფიკით, შეძლებთ ვიდეოების დაპაუზებას, ინფორმაციის კომფორტულად და გასაგებად მიღებას, რაც დაგეხმარებათ  მასალის დამახსოვრებაშიც და ჩანიშვნაშიც.

📜სილაბუსის მოკლე აღწერა:

  • რა არის ფინანსური ენერგია?
  • რა არის ფინანსური მაგია?
  • ფულის განხილვა მაგიურ პერსპექტივაში
  • ეგრეგორები
  • რა არის ფინანსური ეგრეგორი?
  • ფინანსური ენერგიის წყაროები
  • ფინანსურ ეგრეგორთან კავშირის ჩამოყალიბება
  • სხვა სისტემების, ადამიანებისა და ემოციების გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე
  • მთვარის ფაზები და მათი გავლენა
  • ფინანსური არხის დაზიანების სიმპტომები
  • ფინანსური ენერგიის დაზიანების მიზეზები
  • ფსიქიკური, ემოციური და მენტალური შაბლონები
  • დაბალი და მაღალი მაგია, მათი სხვაობა და მნიშვნელობა
  • ვალდებულებები, კრედიტები და გადასახადები
  • პარაზიტიზმისა და ვამპირიზმის ფენომენი
  • ცრურწმენები, მათი გავლენა თანამედროვე ადამიანზე
  • რისკები და პრომლემატური ასპექტები
  • ფინანსური ეგრეგორისა და მაგიის წესები
  • როგორ გავზარდოთ პირადი ფინანსური ენერგოპოტენციალი?
  • ფულის შეგროვება
  • ინვესტირება
  • ცხოვრების სტილი, ჩაცმა, კვება, ქცევა, ნივთები და შენაძენები
  • სურვილები და მიზნები
  • წლის პერიოდების და მასშტაბური მოვლენების გავლენა
  • ნეგატივის ზეგავლენა ფინანსებზე
  • სურვილების სია
  • როგორ ავიღოთ და გავცეთ თანხა სწორად
  • სიგილები, მაგიური ფორმულები და “რეცეპტები”
  • ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდი რიტუალები
  • მატერიალური სურვილების ასრულება.

კურსის შეძენისას ტექნიკური დახმარებისთვის კითხვების არსებობის შემთხვევაში დამიკავშირდით: grimoiresoteric@gmail.com