ფინანსური სიუხვე & ბიზნეს წარმატება
200 ₾
ფინანსური სტაგნაცია, იდეების განუხორციელებლობა თუ ბიზნესში ზრდის შეჩერება ხშირად დაკავშირებულია შინაგან ენერგეტიკულ ბლოკებთან.
როდესაც თქვენი ენერგია სიუხვის სიხშირეს აცდენილია, რთულია სასურველი შედეგის მიღწევა.
ჩვენ არ გვაქვს მზა თილისმები, რადგან თითოეული ადამიანის ენერგია უნიკალურია. ყოველი ნივთი იქმნება 100%-ით ნატურალური, უმაღლესი ხარისხის ბუნებრივი მინერალებისგან, ექსკლუზიურად თქვენთვის – თქვენი ნატალური რუკის, ნუმეროლოგიის, პერსონალური ენერგეტიკული სპეციფიკისა და მიზნების საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ.
🌿 ფინანსური ნაკადის გააქტიურება და შესაძლებლობების მიზიდვა
ფოტოზე ხედავთ ჩვენ მიერ უკვე შექმნილ სამ განსაკუთრებულ თილისმას, რომლებიც მფლობელებს ფინანსური ბლოკების მოხსნასა და წარმატების მოზიდვაში ეხმარება:
ფინანსური ბლოკების მოხსნა და ზრდა: მათთვის, ვინც გრძნობს, რომ ერთ ადგილზეა გაჭედილი, ვერ აღწევს სასურველ შემოსავალს ან უჭირს ახალი საქმის დაწყება. თილისმა ეხმარება შიშების გადალახვაში, მოტივაციისა და შინაგანი ძალის გაღვიძებაში.
ბიზნესის გაფართოება და წარმატება: თუ უკვე გაქვთ საკუთარი საქმე და გსურთ მისი ახალ ეტაპზე გადაყვანა, სწორად შერჩეული მინერალები იზიდავს სწორ პარტნიორებს, კლიენტებსა და მომგებიან შესაძლებლობებს.
იღბალი, ბარაქა და სიუხვე: თილისმა აძლიერებს მატერიალური სიუხვის ენერგიას, გეხმარებათ ფოკუსის სწორად დაჭერაში და თქვენს ცხოვრებაში იღბლიანი შემთხვევების რაოდენობას ზრდის.
💎 როგორ იქმნება შენი პირადი ფინანსური თილისმა?
1. ინდივიდუალური გაანგარიშება: დეტალურად შევისწავლით თქვენს მონაცემებს (დაბადების თარიღი, დრო, კონკრეტული ფინანსური მიზნები).
2. ქვის შერჩევა: ზუსტად ვითვლით, რომელი მინერალები (მაგალითად: ციტრინი, პირატი, მწვანე ავანტურინი, ჟადეიტი და სხვა) იმუშავებს თქვენს მატერიალურ არხზე.
3. დამზადება: იქმნება სრულიად უნიკალური, ხელნაკეთი თილისმა, რომელიც მხოლოდ თქვენს ფინანსურ წარმატებაზე დაპროგრამდება.
💡 გახსოვდეთ: სიუხვე ბუნებრივი მდგომარეობაა – მიეცით თქვენს ენერგიას უფლება, გახსნას ახალი ფინანსური ჰორიზონტები!
📩 პირადი თილისმის შეკვეთისა და კონსულტაციისტვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში.







