მამაკაცის პერსონალიზირებული თილისმები
200 ₾
პერსონალიზირებული თილისმები დამზადებულია 100% უმაღლესი ხარისხის ნატურალური ქვებისგან, პერსონალურ დაბადების მონაცემებსა და ენერგეტიკულ საჭიროებებზე მორგებით .
თითოეული თილისმა უნიკალურია, რადგან თვით ადამიანის შინაგანი სამყაროა უნიკალური, ღრმა და მრავლისმომცველი. სწორედ ამ სიღრმეებში იკითხება პრობლემების გამომწვევი მთავარი მიზეზები. ჩემი მუშაობის ტექნიკების როლი სწორედ ამ ღრმად მივიწყებულ ფენებში არსებული დაფარული ინფორმაციის შესწავლას, გაანალიზებას და შესაბამისი ენერგიით დამუშავებას გულისხმობს, რაც ადამიანს მისივე მონდომების საფუძველზე ძალიან ბუნებრივი და ჰარმონიული გზებით ეხმარება სასურველი მიზნის მიღწევაში.
თილისმებისა და ამულეტების დამზადება ხორციელდება შემდეგი მიმართულებებით:
1. ენერგეტიკული დაცვა
2. ფინანსური წარმატება
3. სასიყვარულო ურთიერთობები
4. კარიერული/ბიზნეს წარმატება
5. სულიერი ზრდა და ინტუიციის განვითარება
6. ფიზიკური სხეულის გაჯანსაღება
7. შრომისუნარიანობის და კრეატიული ენერგიის ზრდა
8. ქალური/მამაკაცური ენერგიის ზრდა
9. ტრავმებთან გამკლავება და ემოციური ბალანსი
10. სექსუალური და შემოქმედებითი ენერგიის გაძლიერება
11. ბედნიერების შეგრძნების დაბრუნება თვითრეალიზაციის ხარჯზე.
12. ემოციურ ტკივილთან გამკლავება.
13. გამოწვევებთან მარტივად გამკლავება.
14. ძალისა და გამძლეობის მოპოვება.
15. ნერვული სისტემის ბალანსი შფოთვების შემცირების ხარჯზე.
ზემოთ ჩამოთვლილია ყველაზე მოთხოვნადი და ამავდროულად ზოგადი თემები. რა თქმა უნდა შესაძლებელია უფრო კონკრეტული მიმართულებებით მუშაობაც, როგორიცაა:
1. სამოგზაურო თილისმა სამშობლოს ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და წარმატებისთვის
2. თილისმა თავგადასავლებისა და ცხოვრებისეული გამოწვევების მისაღებად
3. თილისმა მატერიალური შენაძენების მოსაზიდად
4. იღბლისა და გამართლებისთვის
5. ავი თვალისგან დამცავი ამულეტი
6. მაგიური უნარების გასაძლიერებელი თილისმა
7. თილისმა გამოცდებში წარმატებული შედეგების მისაღებად
8. თილისმა ვიზუალური კორექციისთვის (წონის ცვლილება, გარეგნული ცვლილება…)
9. პარაზიტული ენერგიებისგან დამცავი ამულეტი
10. თილისმა მოთმინების უნარის გამოსამუშავებლად და თვითდამანგრეველი მოქმედებებისგან თავის შესაკავებლად.
და მრავალი სხვა…
იმისათვის, რომ შეუკვეთოთ თქვენთვის სასურველი თილისმა თუ ამულეტი, პირველ რიგში უნდა დაფიქრდეთ, რა გჭირდებათ. შემდეგ მომწეროთ პირადში და დანარჩენში უკვე მე დაგეხმარებით.
დამზადების პროცესი ითვალისწინებს თქვენს საჭიროებასა და ენერგეტიკაზე მორგებით შერჩეული ნატურალური ქვებისგან რიტუალურად დამუხტული სამაჯურების შექმნას, რომელიც თქვენს ხელზე არსებული ენერგეტიკული არხების სტიმულაციით გაგაძლიერებთ და დაგეხმარებათ კონკრეტული პრობლემის გადაჭრაში ან მიზნის მიღწევაში.
იმისათვის, რომ თილისმამ სრულყოფილი შედეგი მოგცეთ, აუცილებელია თქვენი დაბადების მონაცემებისა და აწმყოში გამოვლენილი ენერგეტიკული მახასიათებლების შეფასება.
სწორად შერჩეულ მინერალებს მნიშვნელოვნად აძლიერებს ენერგეტიკული პროგრამის შემცველი რიტუალი, რომელიც პირდაპირპროპორციულად იმოქმედებს თქვენს სასიკეთო შედეგებზე.









