ლეგენდები თმის შესახებ | მთვარის ფაზები და თმა 5/5 (3)

ჩვენი წინაპრებისთვის თმა ძალიან მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა. როგორც იცით, თმა კოსმიურ ენერგიასთან დამაკავშირებელი ‘’ანტენაა’. თმაში ინახება ადამიანის შესახებ სრული ბიო-ენერგეტიკული ინფორმაცია და მას აქვს ძალიან დიდი მუხტი. ის განსაზღვრავს ადამიანის სიცოცხლისუნარიანობასაც. ჩვენი წინაპრებისთვის თმის შეჭრა ენერგიის დაკარგვასთან ასოცირდებოდა, შესაბამისად, მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში იჭრიდნენ მას.

აღნიშნულ სტატიაში გაეცნობით საუკუნეების განმავლობაში შეგროვებულ და დღემდე მოღწეულ ცოდნას. როგორც ხვდებით, 10 საუკუნის წინანდელ რეალობაში დამკვიდრებული რწმენა, შეიძლება იმ დროინდელი გარემოებით იყოს გამოწვეული და კავშირი არ ჰქონდეს ენერგეტიკული ცვლილებით გამოწვეულ ფაქტორებთან. ამიტომ, გაეცანით სტატიას ყურადღებით და გაიაზრეთ დეტალები. თქვენი გადასაწყვეტი იქნება აღნიშნული ინფორმაციის გაზიარებაც.

1.კვირა დღეს აკრძალულია თმის შეჭრა. ითვლებოდა, რომ ამ დღეს თუ შეიჭრიდა ადამიანი თმას, ის მოიზიდავდა უიღბლობას. ადამიანებს სჯეროდათ, რომ კვირაობით, მზის დღეს, ადამიანის კავშირი განსაკუთრებულია თავს ზემოთ არსებული ნათელი ძალების მიმართ.

2.აკრძალულია თმის შეჭრა ანტაგონისტურ დღეებში , იმის მიხედვით, თუ კვირის რომელ დღეს დაიბადა ადამიანი. მაგალითად, თუ კვირას დაიბადეთ, მაშინ ორშაბათს თმის შეჭრა მიუღებელია, რადგან ის უარყოფით ენერგიას მოიზიდავს.

🔻ანტაგონისტი დღეების ჩამონათვალი:

  • ორშაბათი-კვირა;
  • სამშაბათი-პარასკევი;
  • თხშაბათი-ხუთშაბათი;
  • ხუთშაბათი-ოთხშაბათი;
  • პარასკევი-სამშაბათი;
  • შაბათი-კვირა;
  • კვირა-ორშაბათი.

3.ხალხურ თქმულებებსა თუ ზღაპრებში ხშირად ამოიკითხავთ, რომ ღამით თმის შეჭრა აკრძალულია. მათი აზრით, ამ დროს ადამიანი ენერგიას კარგავს. თუმცა, ვინაიდან ძველ დროში განათება მზის ამოსვლა-ჩასვლაზე იყო დამოკიდებული და არ ჰქონდათ ელექტრო ენერგია, სიბნელეში ფიზიკურად გართულდებოდა თმის შეჭრის პროცესი და შეცდომების დაშვების ალბათობაც გაიზრდებოდა.

4.ძველ დროში ითვლებოდა, რომ თმა მხოლოდ საკუთარ სახლში უნდა შევიჭრათ, ვინაიდან არსებობდა საშიშროება თმის ბოროტი მიზნებისთვის გამოყენებისთვის. თუმცა, როგორც ხედავთ თანამედროვე ეპოქაში სალონების კულტურის განვითარებასთან ერთად, ეს აზრი ნელ-ნელა უგულებელიყო.

5.თმის შეჭრისთვის საუკეთესო დღე არის სავსემთვარეობა.

6.ნუ შეიჭრით თმას მთვარის პირველსავე დღეს.

7.ზრდად მთვარეზე თმის შეჭრა თქვენს თმას უფრო სწრაფად გაზრდის და გაახშირებს.

8.კლებად მთვარეზე თმის შეჭრა თმას ნელა გაზრდის და დაათხელებს.

9.ნუ შეიჭრით თმას მთვარის მე-9, მე-15, 23-ე და 29-ე დღეებში. ითვლებოდა, რომ თმის შეჭრა ამ დღეებში ართულებს ჯანმრთელობის მდგომარეობას.

10.არ შეიჭრათ თმა მთვარისა და მზის დაბნელების დღეებში. ასევე არასასურველად ითვლება თმის შეჭრა დაბნელების კორიდორში. ამ პერიოდში შეჭრილი თმა შეასუსტებს თქვენს ბუნებრივ, ენერგეტიკულად დამცავ გარსს.

11.არ შეიძლება საკუთარ თავზე არსებული თმის შეჭრა, რადგან ამ ქმედებით კორექცია შეგვაქვს საკუთარ ბიოველში, რაც რა თქმა უნდა დაუშვებელია. გავრცელებული რწმენით, როცა ადამიანი იჭრის საკუთარ თმას, ის კარგავს იღბალს და ფინანსურ კეთილდღეობას. უძველესი რწმენების მიხედვით, გოგონა, რომელიც მოიჭრიდა თმას, დაკარგავდა შინაგან და გარეგან სილამაზეს. მას ბედნიერი თანაცხოვრების შანსები პარტნიორულ ურთიერთობებში შეუმცირდებოდა. მოჭრილი თმისგან გამოწვეულ ენერგეტიკულ ცვლილებებს აღსადგენად წლები სჭირდება.

12.დედამ გოგონას არ უნდა შეჭრას თმა, ისევე როგორც მამამ არ უნდა შეჭრას თმა ვაჟს. იგივე ეხება შვილს, რომელიც მშობელს თმას ჭრის. ძველად სჯეროდათ, რომ ამით სიცოცხლეს უმოკლებდნენ თავიანთ ოჯახის წევრებს.

13.ბავშვს ერთ წლამდე თმას არ ჭრიდნენ, ხოლო 1 წლის ასაკში შეჭრილ თმას მის სამომავლო ამულეტადაც კი იყენებდნენ. ეს რწმენა ევროპის ტერიტორიაზე საუკუნეების მანძილზე ცოცხლობდა.

14.ზოგიერ კულტურაში დღესაც აკრძალულია მეორე ნახევრისთვის თმის შეჭრა.

15.ორსულებისთვისაც იკრძალებოდა თმის შეჭრა, რადგან ხალხის რწმენით, ეს ნაყოფს მოაკლებდა დედაბუნების ენერგიას. სლავურ ქვეყნებში ორსული ქალები თმას არასოდრეს იჭრიდნენ.

16.ნუ შეიჭრით თმას მაშინ, როცა ნასწავლი ინფორმაციის კარგად დამახსოვრება გსურთ. არასწორ დროს შეჭრილმა თმამ სხვა შემთხვევებშიც შეიძლება გამოიწვიოს მეხსიერების პრობლემები, თუმცა, თუ წინ გელოდებათ გამოცდები, ნუ შეიჭრით თმას, რათა არ გაატანოთ დამახსოვრებული ინფორმაცია მოჭრილ თმას.

17.ავადმყოფობისა თუ სტრესის შემდეგ ადამიანებს ხშირად უჩნდებათ თმის შეჭრის სურვილი და ეს ასეც უნდა მოხდეს. ხშირად ავადმყოფობის და სტრესისგან გათავისუფლების კარგი საშუალება არის თმის შეჭრა, თუმცა არა დიდი ოდენობით.

18.მოჭრილი თმის გასანადგურებლად საუკეთესო ელემენტებია წყალი და ცეცხლი. წყლის ენერგია სწრაფად და ეფექტურად შლის თმის სტრუქტურასაც და მისსავე ენერგო-ინფორმაციას. მეორე ვარიანტი კი არის მისი დაწვა.

19.ქალისთვის თმის გადაპარსვა ფსიქიკური პრობლემების გამოწვევასთან ასოცირდებოდა.

20.პირველად შემჩნეული ჭაღარა არ უნდა მოიშოროთ თავიდან.

21.თუ თმა ხშირად გეკვანძებათ, ეს იმის ნიშანია, რომ თქვენს ენერგეტიკაზე ნეგატიური მანიპულაციები ხორციელდება.

22.ნუ ანდობთ თქვენს თმას ისეთ სტილისტს, რომელიც თქვენს მიმართ ძალიან კარგად არ არის განწყობილი ან/და არ მოგყვებათ იდეებში. მისი მხრიდან ენერგეტიკული პარაზიტიზმი გამოვლინდება თქვენი ყოველდღიურობისა და კეთილდღეობის გაუარესებაში.

ზოგადი ცნობები:

1.🔸სკანდინავიურ ქვეყნებში და ებრაელებთან მოჭრილი თმა შეურაცხყოფასთან იყო გაიგივებული.

2.🔸ძლიერი სულის ადამიანის თმას ხშრიად აწნიდნენ მათრახში, რადგან ასეთი მათრახის მორჩილი ნებისმიერი ცხოველი ხდებოდა.

3.🔸ადამიანი, რომელსაც სურს თავისი ცხოვრების შეცვლა, ის რატომღაც ცდილობს შეიცვალოს ვარცხნილობა, თმის ფერი და ა.შ…

4.🔸თმის მოჭრა სხვადასხვა კულტურულ რიტუალებში ახალ ეტაპზე გადასვლას განასახიერებს.

5.🔸ითვლებოდა, რომ თუ ახალშობილს თავზე ბევრი თმა აქვს, ეს იმის ნიშანია, რომ ის მდიდარი და ბედნიერი იქნება.

6.🔸სჯეროდათ, რომ თუ ახალგაზრდა ქალს თმა ცვივა , ეს ნიშანი მოახლოებულ ქორწინებას უწინასწარმეტყველებს.

7.🔸თუ თმის დავარცხნისას სავარცხელი 3ჯერ დაუვარდებოდათ, თვლიდნენ, რომ რომ ნებისმიერი წამოწყება მიმდინარე პერიოდში მარცხით დასრულდებოდა.

8.🔸ითვლებოდა, რომ ბუნებრივად ხვეულ ადამიანს თანდაყოლილი იღბალი აქვთ. იმისათვის, რომ ეს იღბალი არ შეცვლილიყო, მათ არ უნდა ჩამოესწორებინათ თმა.

9.🔸ტანისამოსზე ან საჭმელში ნაპოვნი თმა, სასიხარულო ამბების მომასწავებლად ითვლებოდა სლავურ კულტურასი.

იმედი მაქვს ეს სტატია თქვენს კითხვებს პასუხს გასცემს. როგორც ხედავთ, სრულ ჩამონათვალში ბევრი ისეთი ნიუანსია, რასაც დღესდღეობით ვერ გავიზიარებთ და ბუნებრივია, მეც არ ვემხრობი ყველა პუნქტს. თუმცა, ასეთი ინფორმაცია შემოგვრჩა წინაპრებისგან… რა თქმა უნდა, თქვენი ცხოვრება და თქვენი თმაც თქვენ გეკუთვნით და გახსოვდეთ, რომ სწორად მოვლილი თმა თქვენი ენერგეტიკის უძლიერეს მდგომარეობას გულისხმობს 💪🏼.

ავტორი: მარი (Rod)

©გრიმუარი • GRIMOIRE

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top