მასკულინური მცენარე

მზის წარმომადგენელი

ელემენტი:ცეცხლი

მისი შესაძლებლობები:მკუნალობა;დაცვა;ექსტრასენსორული ძალების გახსნა;წმენდვა;გაძლიერება და ცოდნა. შეიძლება ითქვას მულტიფუნქციური მცენარეა მაგიაში და მე ის ყოველთვის მაქვს სახლში.

ლათინურად- Laurus nobelis

გავრცელებული და პოპულარული მცენარეა მაგიაში სწორედ თავისი მრავალმხრივობის გამო.

ძველ რომაელებსა და ბერძნებს სჯეროდათ,რომ დაფნა უკვდავების სიმბოლოა.ბოლოს ის დიდებულების და გამარჯვების სიმბოლოდ იქცა.წარბებზე და გვირგვინის სახით ომში გამარჯვებულ რომაელ ჯარისკაცებს დაფნის ფოთლები ეკეთათ და ამ ტრადიციას ღმერთ აპოლონის სიმბოლოდ აღიარებდნენ.ძირითადად იყენებდნენ ათლეტური შეჯიბრებების დროს,რათა მიეღწიათ წარმატებისთვის.

მას აქვს დამცველობითი ფუნქციები და თვლიდნენ,რომ მეხამრიდი ფუნქციაც გააჩნდა.

რომაელები სახლში კიდებდნენ ზევსის რისხვით გამოწვეული წარღვნების ასარიდებლად.ასევე მაგიური ზემოქმედებებისგან დასაცავად.

დასნებოვნებულ დაფნას უბედურებების მომასწავებლად მიიჩნევდნენ.

მას ატარებდნენ დაცვისთვის.წვავდნენ სახლების გასაწმენდად.ყრიდნენ წყალში გაწმენდის მიზნით. დაფნა ნეგატივის გასაწმენდად ერთ-ერთი კარგი მცენარეა.

ასევე ითვლება,რომ დაფნა ამძაფრებს ექსტრასენსორულ უნარებს.ზოგიერთი შამანი ღეჭავდა დაფნას ან მის კვამლს ისუნთქავდა.იდებდნენ ბალიშის ქვეშ წინასწარმეტყველური სიზმრების დასანახად.

აგრეთვე ცოდნის მისაღებად იყნებდნენ პოეტები შემოქმედებითი კრიზისის დროს.

რისი გაკეთება შეგიძლიათ დაფნის გამოყენებით :

  1. დაიცავთ თავს ნეგატივისგან. ატარეთ ის ამულეტის სახით. განსაკუთრებით კარგია ფეხსაცმელებში,მაშინ,როცა ხალხისგან გრძნობთ ნეგატიურ ენერგიას.
  2. მოიზიდავთ ბარაქას და იღბალს,თუ მას საფულით ატარებთ. შეგიძლიათ ასევე დაუმატოთ პიტნა,რომ გაძლიერდეს უფრო მეტად.
  3. კარგად გამშრალ დაფნას თუ ცეცხლს წაუკიდებთ, შეგიძლიათ გაწმინდოთ სახლის ენეგეტიკა ნეგატივისგან,სიძველისგან დაგროვებული ენერგეტიკული ჭუჭყისგან.
  4. ჩამოკიდეთ სახლში ნეგატივისგან დასაცავად. საუკეთესო ადგილებია შემოსასვლელ კართან,საწოლთან,სამუშაო სივრცესთან ან სასტუმრო ოთახში.გააჩნია სად მოგესურვებათ.
  5. დაფნის აბაზანა წმენდს და ანახლებს თქენს ენერგეტიკას.
  6. როცა მუშაობისას იდეები შემოგაკლდებათ თამამად დაღეჭეთ,როგორც საღეჭი რეზინი-კარგად მოქმედებს

ავტორი : Rod (მარი)

 

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top