Now Reading
როგორ მოქმედებს მაგიური პროცესი?

როგორ მოქმედებს მაგიური პროცესი? 5/5 (2)

როგორ ან რანაირად შეუძლია მაგიას რაიმეზე გავლენის მოხდენა?
მითუმეტეს შორ მანძილზე…
ხშირად აინტერესებთ პასუხი ამ კითხვაზე.
ყველაფრის პასუხი არის ენერგია და ამ სტატიის კითხვის პროცესში თანდათან მიხვდებით რატომ.
(ალბათ) ყველას გაქვთ ოთახში “დენი” და ყველას გაქვთ განათება. აგრეთვე რომელიმე კედელზე აუცილებლად გექნებათ ღილაკი,რომლის დაჭერითაც შეგიძლიათ ნათურის ანთება. თქვენ იცით,რომ ღილაკის დაჭერა გაააქტიურებს ელექტროენერგიას (ელექტროენერგია,თავად დენი გახლავთ ენერგიის აშკარა და თვალსაჩინო გამოვლინება),მაგრამ თქვენ არ იცით კონკრეტულად როგორ მოქმედებს ამ პროცესის დეტალები,როგორ გადადის ენერგია კაბელებში,რომელ კედელშია ეს კაბელები,სად მდებარეობს ამ კონკრეტული ენერგიის კონკრეტული წყარო (რომელ არხზე ხართ,სად გადის ეს არხი,სად მდემარეობს ტრანსფორმატორი, ჰესი,რეაქტორი და ა.შ…) და არ იცით საერთოდ როგორია ელექტროენერგიის ფენომენი და მისი მოქმედება. მაგრამ იმაზე ყველანი თანხმდებით რომ ღილაკზე თითის დაჭერა იწვევს ნათურის ანთებას.
ზუსტად ამ სახით მოქმედებს მაგიურ პრაქტიკებში მოცემული ენერგიით მანიპულირების მეთოდებიც.
წარმოიდგინეთ,რომ ჩვენს პლანეტას აკრავს ერთგვარი ენერგეტიკული ბადე,რომელსაც აქვს განშტოებები და მრავალი არხი,რომელიღაც ამ არხებიდან არის მიერთებული თქვენზე და აგრეთვე სადღაც (ამ სფეროში,გარე შრეებში ან თუნდაც კოლექტიურ არაცნობიერში არსებობს ენერგიის გენერატორები,ჰესები,რეაქტორები და ა.შ.), საკმარისია იცოდეთ სად მდებარეობს ღილაკი,რომელ ნათურას ანთებს ეს კონკრეტული ღილაკი და როგორ უნდა დააჭიროთ თითი და ჩვენი ოპერაციაც წარმატებით ჩაივლის. The Macrocosm and the Microcosm | Gnostic Warrior
რა თქმა უნდა არსებობს დაბრკოლებებიც, მაგ: ვიღაცის ნათურა გადაიწვა,მოკლე ჩართვაა,დაზიანება ცენტრში,ენერგია მოეწოდება სუსტად და “თამაშობს” ან გადაუხდელობის გამო დენი ჩაგიჭრეს… ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გადატანითი მნიშვნელობით უნდა გაიგოთ,რაც თქვენთვის მომინდია… თუმცა ანალოგიური მექანიზმები ამოძრავებს მაგიის სფეროსაც.
სავარაუდოდ ისიც იცით,რომ ადამიანის ორგანოებს,ტვინს,კუნთების მოძრაობას და თავად აზრებსაც აღძრავს ელექტროენერგია,მცირე იმპულსები… შესაბამისად,ვფიქრობ,ახლა გასაგებია თუ როგორ მოქმედებს ენერგია და მაშასადამე როგორ მოქმედებს პრაქტიკული მაგია.
ავტორი: ნ.თ. 

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top