Now Reading
ჭორაობა და თვალთვალი (“Stalking”)

ჭორაობა და თვალთვალი (“Stalking”) 5/5 (8)

ადამიანებს ყოველთვის იზიდავდათ სხვებზე დაკვირვება,თვალთვალი,მათი განხილვა,განკითხვა და ზოგადად მათზე საუბარი და ეს დღემდე აქტუალურია… მაგრამ ოდესმე თუ გიფიქრიათ იმაზე თუ როგორ ეფექტს ახდენს ეს ჩვენს ცხოვრებაზე,ჩვენზე და თავად იმ ადამიანებზე ენერგეტიკული თვალსაზრისით?
მაგიის სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი და ნებისმიერ ოპერაციაში საკვანძო დეტალი გახლავთ – ყურადღება!
რისკენაც მიმართავ ყურადღებას იქეთ მიემართება შენი ენერგიაც. წარმოიდგინეთ,რომ ყოველი ობიექტი,მოქმედება და პიროვნება თქვენს ირგვლივ გარკვეულწილად იპყრობს თქვენს ყურადღებას იღებს თქვენგან ენერგიას (მაგ. დღის მანძილზე შეიძლება ენერგიის 10% წავიდეს სამეგობრო წრეში, 5% საკვებში, 50% სამუშაოზე,7% საყვარელი მუსიკოსის მოსმენაში და ა.შ.) ანუ ყოველივე ეს წარმოადგენს ერთგვარ პატარა(ან დიდ) ყულაბას,რომელიც აგროვებს და ინახავს თქვენს ენერგიას.       შესაბამისად რაც უფრო მეტ ყურადღებას მიმართავთ ამა თუ იმ ობიექტის მიმართ მით უფრო იზრდება მისი ძალაც და გავლენაც თქვენზე (მაგ. ცნობილი სახეები და პოლიტიკოსები დიდ ყურადღებას იქცევენ,ამის ხარჯზე ფლობენ დიდ გავლენას საზოგადოებაზე,და შედეგად ეს ყურადღებაც დღითიდღე მატულობს). მაშ რა ხდება სხვების “თვალთვალისა” და გაჭორვის დროს? თქვენ კვებავთ ამ ადამიანებს! მაგრამ განსხვავებით ზემოთ ხსენებული გაუცნობიერებელი შემთხვევებისა,ამ დროს თქვენ ენერგიას ფაქტობრივად ნებაყოფლობით გასცემთ,ხოლო თუ თქვენ ლანძღავთ ვინმეს , თუ განზრახვა და თავად პროცესი არის მოცული შურით,ბოღმით ,ბრაზით ან სხვა ნეგატიური ემოციით, რა საკვირველია, ეს უკვე თქვენთვის პოზიტიური შედეგების მატარებელი არ იქნება.
ის რაზეც ფიქრობ ყველაზე მეტს – გმართავს შენ.
გამოიყენეთ ეს ცოდნა ყურადღებით და ეცადეთ თქვენი ენერგია დახარჯოთ უფრო პროდუქტიულად.

სტატიის ავტორი: ნ.თ. (SVART)

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top